დახურვა
მთავარი ჩვენ შესახებ ვაკის ფილიალი - სერვისები სერვისები სამედიცინო ტურიზმი მიმდინარე ვაკანსიები მედიაცენტრი კონტაქტი
ENG RUS
მთავარი ჩვენ შესახებ ვაკის ფილიალი - სერვისები სერვისები სამედიცინო ტურიზმი მიმდინარე ვაკანსიები მედიაცენტრი კონტაქტი
GEO
ENG RUS

ძიება

ძიების შედეგები

ძიების შედეგები: 68

სუატ უნალი

link to page: member

მადონა ჯუღელი

link to page: member

ნინო გამცემლიძე

link to page: member

თენგიზ კეპულაძე

link to page: member

ია შიუკაშვილი

link to page: member

სალომე აფრიდონიძე

link to page: member

ოთარ გიორგობიანი

link to page: member

მარინა კიკოზაშვილი

link to page: member

მანანა ქოჩიაშვილი

link to page: member

ქეთევან ესვანჯია

link to page: member

ჯუმბერ მგელაძე

link to page: member

ნინო მარიამიძე

link to page: member

ეკატერინე კორკოტაშვილი

link to page: member

ანა კიმოთიძე

link to page: member

სოფო მახარაძე

link to page: member

ვაჟა მარსაგიშვილი

link to page: member

თინათინ ტერაშვილი

link to page: member

თეიმურაზ გურეშიძე

link to page: member

რამაზ ჩარექიშვილი

link to page: member

ოთარ კეპულაძე

link to page: member

ნინო ქარუმიძე

link to page: member

ნიკოლოზ თევდორაშვილი

link to page: member

მერაბ კილაძე

link to page: member

მანანა ზოდელავა

link to page: member

ლელა თოფურია

link to page: member

ხათუნა ხაჩიძე

link to page: member

ეკატერინე არჩვაძე

link to page: member

ბელა ჟორჟოლიანი

link to page: member

დავით ელგანდაშვილი

link to page: member

ზურაბ ლომიძე

link to page: member

სპირიდონ სანიკიძე

link to page: member

ეკატერინე ჯაბუა

link to page: member

ანდრო მაჭავარიანი

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა.
link to page: member

ქეთევან თუთბერიძე

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა.
link to page: member

მაია ბაჯელიძე

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა.
link to page: member

ალექსანდრე კალანტაროვი

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა.
link to page: member

მარინა ლორთქიფანიძე

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა.
link to page: member

თამაზ ჯიქია

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა.
link to page: member

კოტე მათითაშვილი

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა.
link to page: member

თინათინ თინიკაშვილი

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა.
link to page: member

ინ ვიტრო

დღეისათვის უშვილობა, მთელი მსოფლიოსათვის საკმაოდ აქტუალურ პრობლემად იქცა, თუმცა 21-ე საუკუნეში, სამედიცინო სფეროში არსებული ინოვაციების საშუალებით, ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი გახდა ინ ვიტრო განაყოფიერებით. რეპროდუქციულ მედიცინასა და ზოგადად, ინ ვიტრო განაყოფიერებაში მნიშვნელოვანია სხვადასხვა გენეტიკური კვლევების ჩატარება და იმ თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენება, რაც სასურველი შედეგის მიღებას უზრუნველყოფს. რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება? ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდია, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ ხდება, ხოლო მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება. ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა სამ ძირითად ფაზას მოიცავს.  ესენია: საკვერცხეების სტიმულაცია; ფოლიკულებიდან საკვერცხეების გამოტანა და კულტივაცია; ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა. როდის მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?ხელოვნურ განაყოფიერებას სასურველია მიმართოთ, თუ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის მიუხედავად სასურველი შედეგის მიღება ვერ ხდება.რა კვლევებია საჭირო ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის?     ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია; ჰორმონალური და ინფექციებზე კვლევის ჩატარება; სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების ექოსკოპია; გინეკოლოგიური ექოსკოპია; მუცლის ღრუს სრული ექოსკოპია და ანტი-მიულერის ჰორმონის განსაზღვრა; სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპია, ჰისტეროსკოპიული კვლვეა. ჩვენი უპირატესობები: პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტები; მხოლოდ კლინიკა კარაპს მედლაინში! დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკა (PGD კვლევა); მხოლოდ კლინიკა კარაპს მედლაინში! ბლასტოციდების ანუ  5 დღის გაზრდილი ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში, რაც უზრუნველყოფს საშვილოსნოში მიმაგრების მეტ შანსს; ISO 9001:2008 საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ლაბორატორია; თანამედროვე ინფრასტრუქტურა და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება;
link to page: service

ამბულატორია

კლინიკა "კარაპს მედლიანის" ამბულატორიული განყოფილება პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კომფორტულ გარემოს, ზოგადი და ვიწრო სპეციალისტების მაღალკვალიფიციური მომსახურების სრულ სპექტრს, დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებებს. ჩვენი სერვისებია: დერმატოლოგია; მეან-გინეკოლოგია; რეპროდუქტოლოგია; ზოგადი ქირურგია; ოფთალმოლოგია; გასტროენტეროლოგია; ტრავმატოლოგია; ორთოპედია; ენდოკრინოლოგია; რადიოლოგია; ონკოლოგია; კარდიოლოგია X
link to page: service

ზოგადი ქირურგია

კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ზოგადი ქირურგიული ოპერაციებია. ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების გუნდი ატარებენ უმოკლეს დროში ურთულეს ოპერაციებს როგორც ლაპრასკოპიული, ასევე ღია წესით. ჩვენი სერვისები: ლაპაროსკოპიული ოპერაციები მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიების დროს: ნაღველკენჭოვანი დაავადება (ნაღვლის ბუშტის და სადინრის კენჭები); ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი; აპენდიციტი (მწვავე და ქრონიკული); საყლაპავის თიაქარი (რეფლუქს ეზოფაგიტით და კარდიის უკმარისობით); საყლაპავის აქალაზია (იგივე - კარდიოსპაზმი); საყლაპავის ქვედა მესამედის დივერტიკული (იგივე - ეპიფრენალური დივერტიკული); კუჭისა და 12 გოჯას კეთილთვისებიანი დაავადებები (პოლიპი, დივერტიკული, კეთილთვისებიანი სიმსივნე); ღვიძლის პარაზიტული და არაპარაზიტული კისტები; კეთილთვისებიანი მარგინალური წარმონაქმნები (სიმსივნე, ჰემანგიომა); ელენთის დაავადებები და დაზიანებები (პურპურა, მიკროსფეროციტოზი, სხვადასხვა სახის ჰიპერსპლენიზმი და სპლენომეგალია, ლიმფომა, ჰემატომა, პარაზიტული და არაპარაზიტული კისტები, ელენთის კარის ანევრიზმა); პანკრეასის კისტები; პანკრეასის კუდის სიმსივნე; პანკრეასის ინსულინომა; წვრილი ნაწლავის დაავადებები (მეკელის დივერტიკული, შეხორცებითი დაავადება, კრონის დაავადება და სხვა); მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები (პოლიპოზი, დივერტიკულოზი, დოლიქოსიგმა, პირველადი სიმსივნე); ლიმფადენოპათიები (მუცლის ღრუს და პარააორტალური ლიმფური ჯირკვლების პათოლოგიები); თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები (ფეოქრომოციტომა, ალდოსტერომა, კორტიკოსტერომა, კუშინგის სინდრომი, კისტა და სხვადასხვა ეტიოლოგიის ადენომები); თირკმლის კისტები; საზარდულის, ვენტრალური და ჭიპის თიაქრები; სიმსუქნე; აორტის ფაშვის ღეროს კომპრესია; დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია . ღია ოპერაციები ზემოთ აღნიშნული ყველა სახის დაავადების დროს; სხვა ნებისმიერი მუცლის ღრუს პათოლოგიის მოცულობითი და რეკონსტუქციული ოპერაციები: ღვიძლზე და სანაღვლე გზებზე, პანკრეასზე და კუჭნაწლავის ტრაქტზე; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჩიყვი).
link to page: service

პლასტიკური ქირურგია

დღეს პლასტიკური ოპერაციები თანამედროვე მედიცინის საკმაოდ წარმატებული და პროგრესირებადი მიმართულებაა. ამ ოპერაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა ყბა-სახის, სხეულის, კანის დეფექტების შესწორება, ძველი სილამაზის დაბრუნება და ადამიანებისათვის თავდაჯერებულობის გაძლიერება. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. ამ სურვილების ასრულებაში ქალბატონებს და არამარტო ქალბატონებს „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური ქირურგიის განყოფილება დაგეხმარებათ.პლასტიკური ქირურგიის ისტორია 3 000 წელზე მეტს ითვლის. კლინიკა „კარაპს მედლაინი“ კი ერთ-ერთი პირველი კლინიკაა, რომლისთვისაც დაარსების დღიდან მთავარი მიმართულება ესთეტიკური რეკონსტრუქცია და პლასტიკური ქირურგიაა. კლინიკაში ურთულეს რეკონსტრუქციულ ოპერაციებს ატარებენ ექიმების გუნდი, რომელთა მუშაობა დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე, შედეგებზე და თანამედროვეობაზე. ჩვენი სერვისები: რინოპლასტიკა; ბლეფაროპასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა); სახის გაახალგაზრდავება ენდოსკოპიური ტექნოლოგიის საშუალებით; ნაწიბურების ამოკვეთა და კანის ადგილობრივი პლასტიკა; ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა); რედუქციული მამოპლასტიკა – მკერდის ზომის დაპატარავება; მასტოპექსია – მკერდის აწევა; მკერდის რეკონსტრუქცია; აბდომინოპლასტიკა (მუცლის წინა კედლის პლასტიკა); ლიპოსაქცია (ჭარბი ცხიმის ამოტუმბვა); რეკონსტრუქციული ქირურგია; სისხლძარღვთა ქირურგია; ინტიმური ქირურგია; “ბოტოქსის” ან “დისპორტის” ინექციები; ბიოთავსებადი გელი; კელოიდური ნაწიბურების მკურნალობა. დღეს პლასტიკური ოპერაციები თანამედროვე მედიცინის საკმაოდ წარმატებული და პროგრესირებადი მიმართულებაა. ამ ოპერაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა ყბა-სახის, სხეულის, კანის დეფექტების შესწორება, ძველი სილამაზის დაბრუნება და ადამიანებისათვის თავდაჯერებულობის გაძლიერება. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. ამ სურვილების ასრულებაში ქალბატონებს და არამარტო ქალბატონებს „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური ქირურგიის განყოფილება დაგეხმარებათ.
link to page: service

გინეკოლოგია

გინეკოლოგია სპეციალიზებულია ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ქალბატონი თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარ უსაფრთხოებაზე, იცავდეს ჯანმრთელობის შემოწმების აუცილებლობის პირობას, ითვალისწინებდეს გინეკოლოგის კონსულტაციას და ჰქონდეს საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა დაავადებას იმ დროს აღმოაჩენენ ხოლმე, როცა უკვე დაგვიანებულია მკურნალობა. თუმცა, მისი აცილება მარტივად იქნებოდა შესაძლებელი პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევით. ასე რომ, პრევენციის მიზნით, აუცილებელია რეგულარული ვიზიტები ექიმ-გინეკოლოგთან და არა მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს პრობლემა. როდის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს? ანთებითი პროცესების შემთხვევააში: სიწითლე, შეშუპება, ტკივილი; მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს; სასქესო ორგანოების მიდამოში ძლიერი ქავილის შემთხვევაში; შარდის საგრძნობი გახშირების ან უნებლიე შარდვის დროს; შარდვის დროს წვის შეგრძნების შემთხვევაში; მუცლის ქვედა ნაწილში სხვადასხვა ხასიათის ტკივილის დროს; საშოდან ჭარბი გამონადენის დროს. ან თუ გამონადენმა შეიცვალა კონსისტენცია, ფერი და სუნი; უშვილობის რისკის შემთხვევაში; და ა.შ. რატომ „კარაპს მედლაინი“? რა თქმა უნდა, ყველა ქალბატონისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს საუკეთესო გინეკოლოგი, რომელსაც ენდობა. კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ექიმები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმითა და საუკეთესო რეპუტაციით. მათი გამოცდილება წლებს და უამრავ კმაყოფილ პაციენტს ითვლის. ჩვენი გამოცდილი ექიმები შეგირჩევენ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ მკურნალობის სქემას. „კარაპს მედლაინის“ გინეკოლოგიური მიმართულების მთავარი უპირატესობაა ურთულესი ოპერაციების ჩატარება ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდით. ასევე, უახლესი და თანამედროვე აპარატურით ურთულესი ოპერაციების ჩატარება ენდოსკოპიური მეთოდით. კლინიკა გთავაზობთ სხვადასხვა სახის მკურნალობას და 3D და 4D ტექნოლოგიით ულტრაბგერით გამოკვლევებს. ჩვენი თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით შესაძლებელია ზუსტი და მაღალეფექტური კვლევების წარმოება. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით: ლაპარასკოპიული ოპერაციები დანამატებზე: საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი; საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტები (ყვითელი სხეულის კისტა, ფოლიკულური კისტა, ენდომეტრიალური კისტა, დერმოიდული კისტა); საშვილოსნოს კვერცხსავალ მილებზე პლასტიკური ოპერაციები (ჰიდროსალპინქსი, საქტოსალპინქსი, პიოსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, შეხორცებითი პროცესი); ენდომეტრიოზის ლაპარასკოპიული მკურნალობა; საშვილოსნოს გარე ორსულობა; საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია). უშვილობის ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მათი მკურნალობა. ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები საშვილოსნოზე როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ლაპარატომიული მეთოდით: საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა (კონსერვატიული მიომექტომია). რადიკალური ოპერაციები როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ლაპარატომიული მეთოდით: საშვილოსნოს ექსტირპაცია; საშვილოსნოს ამპუტაცია; სრული და არასრული უტეროვაგინალური პროლაფსი: (საშვილოსნოს დაწევა, პრომონტო ფიქსაცია ბადით); ცისტოცელე-რექტოცელე (საშვილოსნოს ექსტირპაცია, წინა-უკანა კოლპორაფია, პერინეორაფია). ლაპარასკოპიული ოპერაციები თანდაყოლილი პათოლოგიების გამო: როკიტანსკ-კიუსტნერ-მაიერის სინდრომი (ლაპარასკოპიული მეთოდით ხელოვნური საშოს ჩამოყალიბება, კოლპოპოეზი); საშვილოსნოს ყელის უკმარისობა; ჰემატომეტრა, მუკომეტრა. ჰისტეროსკოპია, ჰისტერორეზექტოსკოპია: სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია; საშვილოსნოს ტანის პოლიპი; საშვილოსნოს ყელის პოლიპი; საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა; ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია; ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია. თვლით, რომ ამჟამად არ გაქვთ გინეკოლოგიური პრობლემა? კლინიკა „კარაპს მედლაინი“ გირჩევთ, რომ ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევა, რის მერეც უფრო მშვიდად იქნებით. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ გინეკოლოგის დახმარება გჭირდებათ, მოგვმართეთ ახლავე, ნუ გადადებთ! ჩვენი გამოცდილი გინეკოლოგები ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად.
link to page: service

საოფისე გინეკოლოგია

კოლპოსკოპია DYSIS აპარატით კოლპოსკოპია Dysis (სპეციალური გამოსახულებითი კოლპოსკოპია) - ეს არის დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება და მისი სკრინინგის საშუალებით პათოლოგიების აღმოჩენა. კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ეს პროცედურა ტარდება Zeiss-ის ფირმის უახლესი აპარატით, რომელიც მაღალი სიზუსტის გამო, სასამართლო ექსპერტიზაშიც გამოიყენება. კოლპოსკოპიის აპარატს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, საშვილოსნოს ყელის ძმარმჟავით დამუშავების შემდეგ, ავტომატურად აღმოაჩინოს დაზიანებული უბანი. ეს საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს დაზიანებული კერის ინტერპრეტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს დამიზნებითი ბიოფსია. ჩვენთან საოფისე გინეკოლოგიის მიმართულებას გამოცდილი ექიმი გინეკოლოგი მადონა ჯუღელი ხელმძღვანელობს. მადონა ჯუღელი, აგრეთვე, გახლავთ საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაციის პრეზიდენტი. საოფისე დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია STORZ-ის აპარატით ჰისტეროსკოპია არის უმტკივნეულო პროცედურა, სადაც სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოს გამოყენებით ხდება პაციენტის საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება და გამოიყენება საშვილოსნოს დაავადებების (პოლიპი, შეხორცებები, ფიბრომები) დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. საოფისე ჰისტეროსკოპია ახალი ინოვაციური ტექნოლოგიური მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებით არ ხდება საშვილოსნოს ყელის არხის გაფართოება, არ ესაჭიროება ანესთეზია, სტაციონარში დაყოვნება. STORZ-ის აპარატის გამოყენებით, სკრინინგის პროცედურა უმტკივნეულოა და გრძელდება 5-10 წუთი. ამ აპარატის საშუალებით, პაციენტისთვის შესაძლებელია ისეთი დაავადებების დადგენა, როგორიც არის: საშვილოსნოს ღრუს მიომა, ენდომეტრიოზი, ქრონიკული ენდომეტრიტი, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები და სხვა. ინფექციების დიაგნოსტიკა პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის (PIF) მეთოდით (DIF assay) ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი პაპანიკოლაუს მეთოდით, პაპ-ტესტი, HPV-გენოტიპირება, ჰისტომორფოლოგია /იმუნოჰისტოქიმია სკრინინგის ეს მეთოდი დამყარებულია ლუმინესცენტულ მიკროსკოპში მიკრობის ვიზუალიზაციაზე. (PIF) მეთოდით ხდება ისეთი ინფექციური დაავადებების გამოვლენა, რომელთა ჩვეულებრივ მიკროსკოპში დანახვა შეუძლებელია. ასეთია: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა. ეს მეთოდი ერთადერთია მაღალ მგრძნობიარე ტრიქომონას სადიაგნოსტიკოდ, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ტრიქომონას არატიპური ფორმები. ვულვის /საშოს /საშვილოსნოს ყელის კონდილომების CO2-ლაზეროვაპორიზაცია ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული ვულვის კონდილომები სქესობრივი გზით გადამდები მეტად გავრცელებული დაავადებაა. ამიტომ მათი დროული და ეფექტური მკურნალობა, როგორც კიბოსწინა პროცესის პრევენცია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მეთოდის უპირატესობაა რეციდივის შემცირება და რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში გამოყენების შესაძლებლობა. საშვილოსნოს ყელის კონიზაცია CO2-ლაზერის აპარატით CO2-ლაზერით ქსოვილის კონიზაცია უნიკალური მეთოდია. ოპერაციული ჩარევა ხდება უსისხლოდ და ქსოვილზე პირდაპირი ზემოქმედების გარეშე. ქსოვილზე მიმართული სხივი კვეთს ან აორთქლებს (მიკროსკოპის და მიკრომანიპულატორის გამოყენებით) არსებულ ატიპურ უბანს, ამავე დროს, პათოლოგიურ მიკროფლორას. უპირატესობა: არ ახდენს უარყოფით გავლენას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. 4-6 კვირაში ხდება რეპარაციული პროცესების დასრულება და ნაწიბურის ჩამოყალიბების გარეშე საშვილოსნოს ყელის სრული აღდგენა. Atmos Strobo 21 LED - მაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატი რადიოტალღური დანით ხდება პათოლოგიური უბნის კონუსისებური ამოკვეთა. ამოკვეთილ ზონაში ტემპერატურა არ აღემატება 45-55 C-ს. არ ხდება სითბური ნეკროზის უბნის გაჩენა და მინიმუმამდეა შემცირებული პოსტოპერაციული ანთების განვითარების რისკი. საშვილოსნოს ყელის, ვულვის კონდილომების კრიოდესტრუქცია პროცედურის ჩატარება შესაძლებელია კოლპოსკოპიური კონტროლის ქვეშ ძმარჟავას აპლიკაციის შემდეგ, რაც დაზიანების საზღვრების დადგენის საშუალებას იძლევა. თხევადი აზოტი დაახლოებით 3 წუთში იწვევს სამიზნე ქსოვილის გაყინვას. ეს პროცედურა ტარდება CRY-AC Tracker Cam-ის აპარატით და მისი ხანგრძლივობა 15-12 წუთია. MonaLiza Touch ახალი სიტყვა ესთეტიკურ გინეკოლოგიაში - MonaLisa Touch, ვულვის და საშოს არაქირურგიული ლაზერული გაახალგაზრდავება-პლასტიკა. თანამედროვე აპარატის დანიშნულებაა: მშობიარობის შემდგომ გაფართოებული საშოს (wide vigina) ლორწოვანის ტონუსის აღდგენა; საშოს სიმშრალის და მტკივნეული სქესობრივი ცხოვრების კორექციის შესაძლებლობა; მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დეფიციტით საშოს ატროფიის სინპტომების კორექცია; სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით ჩატარებული მასტექტომია - ოპერაციის შემდგომ ჰორმონთერაპიის შეუძლებლობის და მის ნაცვლად საშოს სიმშრალის და დისპარეუნიის მკურნალობა MonaLiza Touch რეფრაქტერული ლაზერის გამოყენებით; სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საშოს კედლების ნაკეცების აღდგენის ხარჯზე; მსუბუქი ფორმის პროლაფსების/შარდის მსუბუქი სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა „კარაპს მედლაინში“ საოფისე გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობენ: ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი, რადიოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროპათოლოგი, პათომორფოლოგი. ეს საშუალებას იძლევა ჩატარდეს პაციენტის ჯანმრთელიბაზე ორიენტირებული კონსილიუმი. კონსულტაცია: დერმატო-ვენეროლოგი, ენდოკრინოლოგი, ონკო- გინეკოლოგი, ფსიქოლოგი, რადიოლოგი.
link to page: service

ტრავმატოლოგია

ტრავმატოლოგია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ორგანოთა და ქსოვილთა დაზიანებას, მის გამომწვევ მიზეზებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ორთოპედია კი სამედიცინო სპეციალობაა, რომელიც მიმართულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების სადიაგნოსტიკოთა და სამკურნალოდ. კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ტრავმატოლოგიური განყოფილება გთავაზობთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტირებას, კონსერვატიულ მკურნალობასა და საჭიროებისამებრ ოპერაციულ ჩარევას. ჩენი სერვისები:  ინფიცირებული და არაინფიცირებული ყალბი სახსრების ოპერაციული მკურნალობა;  პოსტტრავმული და თანდაყოლილი კიდურების დეფორმაციების საკორექციო ოპერაციები;  გრძელი ძვლების პოსტტრავმული და ცეცხლნასროლი დიაფიზარული დეფექტების ოპერაციული მკურნალობა;  სახსრების ენდოპროტეზირება;  ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის მკურნალობა;  კიდურების დაგრძელება აპარატული მეთოდების გამოყენებით, კიდურების დამოკლება, ოთხივე კიდურის დაგრძელება ქონდროდისტროფიის დროს;  სპორტული მედიცინა, მხრის ამოვარდნილობების ოპერაციული მკურნალობა;  ყველა ტიპის ოსტეოსინთეზები;  ქუსლის ძვლის ცეცხლნასროლი და ტრავმული დეფექტების ოპერაციული მკურნალობა. 
link to page: service

ოფთალმოლოგია

კლინიკა „კარაპს მედლაინი“ გთავაზობთ ბავშვთა და მოზრდილთა სხვადასხვა პათოლოგიების ლაზერულ, ქირურგიულ, კონსერვატიულ და მედიკამენტოზურ მკურნალობას უახლესი აპარატურითა და თანამედროვე სტანდარტებით. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:  ვიზომეტრია;  სათვალის შერჩევა;  რეფრაქტომეტრია;  ნაპრალოვანით დათვალიერება;  სიმშრალის ტესტი;  ტონომეტრია;  კომპიუტერული პლეოპტიკა;  საცრემლე არხის ზონდირება;  დემოდეკოზის ანალიზი;  დემოდეკოზის მკურნალობა;  უცხო სხეულის ამოღება;  ფსკერის დათვალიერება.
link to page: service

ლაბორატორია & დიაგნოსტიკა

კლინიკა "კარაპს მედლაინში" ტარდება 100 - მდე ლაბორატორიული კვლევა იმუნოლოგიის, ბიოქიმიის, ჰემატოლოგიის, ჰემოსტაზის მიმართულებით და მოიცავს ლაბორატორიული კვლევების მთელ სპექტრს. ასევე, დიაგნოსტიკური მიმართულებით კლინიკა „კარაპს მედლიანი“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე 3D/4D ულტრაბგერითი აპარატით, რომლის მოცულობითი გამოსახულება საშუალებას იძლევა რეალურ დროში შეაფასოს ამა თუ იმ ორგანოს არა მარტო ქსოვილოვანი შენება, არამედ განსაზღვროს მისი ფუნქციური შესაძლებლობებიც.  ულტრასონოგრაფიული კვლევა არაინვაზიური, სწრაფი და შედარებით იაფი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც პროფესიონალი ექიმის ხელში, რამდენიმე წუთში იძლევა პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ზუსტი შეფასების საშუალებას. ჩვენი სერვისები:  სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია;  გინეკოლოგიური ტრანსვაგინალური და ტრანსაბდომინალური ექოსკოპია;  სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით;  უროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა;  სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;  ბიოფსიური მასალის აღება ულტრაბგერითი კონტროლით; ანდროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა; ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა; მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ფუნქციური დიაგნოსტიკა და ინსტრუმენტული კვლევები: ზოგადი ექოსკოპიური კვლევები; სახსრების ექოსკოპია; ექოკარდიოგრაფია; 24 საათიანი ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერი); რენტგენოლოგიური კვლევები; გასტროსკოპია; კოლპოსკოპია; დენსიტომეტრია.
link to page: service

ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი ძვლების სისტემური დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი მასის შემცირებით, ძვლების სიმყიფის ზრდითა და მოტეხილობების განვითარების სიხშირით ხასიათდება. ოსტეოპოროზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლის ასაკის ზევით, ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი ოსტეოპოროზით არის დაავადებული, რაც დედამიწაზე 200 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს. ოსტეოპოროზი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. გართულების შემთხვევაში კი ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს. ოსტეოპოროზის დროული გამოვლენა და მკურნალობა შესაძლებელია, რაც მოტეხილობის თავიდან აცილების საწინდარია. ოსტეოპოროზის სიმპტომები ოსტეოპოროზს „ჩუმ“ დაავადებას უწოდებენ. ის შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს. ოსტეოპოროზი ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება. თუმცა, მის პროგრესირებასთან ერთად, ხშირად ვლინდება გარკვეული სიმპტომები: აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ხერხემლის გამრუდება და სიარულის მანერის შეცვლა; წელის ტკივილი; ზურგის ტკივილი მძიმე საგნის აწევის ან მოუხერხებელი მოძრაობის შემთხვევაში; ადვილად დაღლა და ყრუ ტკივილები ზურგის არეში, სიარულის ან ერთსა და იმავე პოზაში დგომის დროს; სახსრების ტკივლი, რომელიც ერთ პოზაში ყოფნის ან მოძრაობის დროს იმატებს, დაწოლისას კი ქრება. ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა ტრადიციული რენტგენოლოგიური გამოკვლევა ოსტეოპოროზის დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა, რის გამოც, ბოლო დრომდე, ამ დაავადების დიაგნოზს დაგვიანებით სვამდნენ. საბედნიეროდ, ახლა უკვე შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა. ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მხოლოდ ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის განსაზღვრით არის შესაძლებელი. კლინიკა „კარაპს მედლაინში“ შეგიძლიათ აღნიშნული მეთოდით დიაგნოსტიკის ჩატარება. ოსტეოპოროზის გამოკვლევის ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხო, მარტივი და არაინვაზიურია. მისი საშუალებით, შესაძლებელია მაღალი სიზუსტით შეფასდეს ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობრივი მაჩვენებლები, მინერალიზაციის ხარისხი და, ასევე, მოტეხილობის რისკი. ოსტეოპოროზის მკურნალობა ოსტეოპოროზის მკურნალობა და ძვლის მინერალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება კალციუმის, მიკროელემენტებისა და D ვიტამინის მიღებით არის შესაძლებელი. თუმცა, შორსწასულ შემთხვევებში, მედიკამენტების დამატებაც არის საჭირო, რომლის დანიშვნაც მხოლოდ ექიმს შეუძლია, რადგან თვითმკურნალობა დაუშვებელია. ამ დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია: ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია და ანტირეზორბციული პრეპარატებითა და ძვლის წარმოქმნის სტიმულატორებით მკურნალობა. გარდა ამისა, ოსტეოპოროზით დაავადებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა: უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც შეამცირებს წაქცევის რისკებს; გამართული დგომა, სიარული და ჯდომა; სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება; მყარ საწოლზე წოლა; თამბაქოზე, ალკოჰოლზე და ყავაზე უარის თქმა; მაღალ მაგიდასთან მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ამ დაავადების და მისი გართულებების თავიდან არიდება პრევენციითა და სწორი მკურნალობით უკვე სრულად არის შესაძლებელი.
link to page: service

მამოლოგია

  მამოლოგია მედიცინის უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა დაავადებები. მამოლოგია შეისწავლის სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს. დღესდღეობით, მედიცინის ეს დარგი ძალიან მოთხოვნადია, რადგან, ბოლო ათწლეულის მანძილზე, სარძევე ჯირკვლების დაავადებები სულ უფრო ხშირად გვხვდება. მამოლოგია მოიცავს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, იკვლევს დაავადებების წარმოქმნის მიზეზებს. გარემო პირობები, ჩვენი ცხოვრების წესი, კვება და უამრავი სხვა ფაქტორი ჩვენს ჯანმრთელობაზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს. აღსანიშნავია, რომ სიმსივნური წარმონაქმნების უმრავლესობა ავთვისებიანი არ არის. დაავადების პრევენცია, მისი დროული აღმოჩენაა, რაც მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმებითაა შესაძლებელი. დროული დიაგნოსტიკისა და მამოლოგთან კონსულტაციის შემთხვევაში ძალიან დიდია განკურნების შანსი. თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა სახის დაავადებები და დროულად დავიწყოთ შესაბამისი ეფექტური მკურნალობა. რა შემთხვევაში უნდა ეწვიოთ ექიმ მამოლოგს? ახალგაზრდა ქალი, პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაესინჯოს ექიმ მამოლოგს, ხოლო 50 წლის ასაკიდან რეკომენდებულია წელიწადში 2-ჯერ გასინჯვა. გარდა ამისა, ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც თუ შენიშნეთ, თქვენ დაუყოვნებლივ გჭირდებათ მამოლოგი, რომელთან კონსულტაციაც აუცილებელია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ სარძევე ჯირკვლის დაავადების არარსებობაში ან მისი არსებობის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზევე დაიწყოთ მკურნალობა და გამოჯანმრთელდეთ. ეს სიმპტომებია: ლიმფური კვანძების გადიდება და გულ-მკერდის არეში ტკივილი; ძუძუს დვრილების გაუფერულება, ფორმისა და კონტურის ცვლილება; მკერდზე წყლულების გავრცელება; მკერდის ეპითელიუმის ცვლილება; გამონადენი ძუძუს თავიდან. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მაღალმგრძნობიარე აპარატურა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნიკალური მეთოდები საშუალებას იძლევა, მოხდეს სარძევე ჯირკვლის პრაქტიკულად ყველა დაავადების განკურნება. რატომ „კარაპს მედლაინი“? თუ თქვენ გჭირდებათ საუკეთესო მამოლოგი, ეწვიეთ კლინიკა „კარაპს მედლაინს“, სადაც გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ. ჩვენი პროფესიონალი ექიმები ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად, როგორც დაავადების პრევენციის კუთხით, ისე მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში. ისინი შემოგთავაზებენ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ მკურნალობას. ჩვენი სერვისები: დიაგნოსტიკა მკურნალობა პლასტიკური ქირურგია, მკრედის რეკონსტრუქცია; სარძევე ჯირკვლის მოცულობის აღდგენა; ესთეტიურად სწორი ფორმის მიღება; კანის საფარის აღდგენა; დვრილის და არეოლის კომპლექსის აღდგენა; სიმეტრიის აღდგენა; ნორმალური კონსისტენციის აღდგენა.
link to page: service

კოსმეტოლოგია

კოსმეტოლოგია სწრაფი ტემპებით ვითარდება. თანამედროვე კოსმეტოლოგიაში თითქმის არაფერია შეუძლებელი. დროთა განმავლობაში, დაიხვეწა მეთოდები, აპარატურა და ზოგადად მიდგომები. აღსანიშნავია, რომ ესთეტიკური მიზნების გარდა, სამკურნალო კოსმეტოლოგიაც ძალიან მოთხოვნადია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.   თუ თქვენ გჭირდებათ კარგი კოსმეტოლოგი, გახსოვდეთ, რომ კლინიკა „კარაპს მედლაინის“ გამოცდილი ექიმი კოსმეტოლოგები ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად. ისინი გაგიწევენ საჭირო კონსულტაციას, ჩაგიტარებენ დაიგნოსტიკას, რის შემდეგაც შეგირჩევენ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ პროცედურებს. „კარაპსმედლიანი” პაციენტებსსთავაზობსუმაღლესიხარისხისმომსახურებასუახლესიაპარატურითადამაღალკვალიფიციურისპეციალისტებით. ინოვაციურიმეთოდოლოგიისადატექნოლოგიებისგამოყენებით,მომხმარებლიიღებსხარისხიანდამრავალფეროვანმომსახურებას. ჩვენი სერვისები:ესთეტიკური კოსმეტოლოგია:    თანამედროვე ესთეტიკური კოსმეტოლოგია მომხმარებლის თითქმის ყველა სურვილის ასრულების საშუალებას იძლევა. ამ სფეროში მუდმივად ვითარდება და იხვეწება მეთოდები, აპარატურა, რის შედეგადაც უმჯობესდება მომსახურება და უფრო მარტივად მიიღწევა სასურველი შედეგი. კლინიკა „კარაპს მედლაინი“ ესთეტიკური კოსმეტოლოგიის მაღალკვალიფიციურ და მრავალფეროვან მომსახურებას გთავაზობთ: სახისკანისგაწმენდა (ორთქლით, ულტრაბგერით); ფილინგი, ნიღბები; ქიმიურიფილინგი; მასაჟი: კოსმეტიკური, პლასტიკური, ჟაკე, ბიო; პირსინგი; ნატურალურიკოსმეტიკა; მაკიაჟი (ყოველდღიურიდასადღესასწაულო). კანისგაახალგაზრდავებაუნიკალურიმეთოდით - "ტიბეტურიჩხირები" პლასტიკურიოპერაციისეფექტიქირურგიულიჩარევისგარეშე. თერაპიული კოსმეტოლოგია და დერმატოლოგია:  ისევე როგორც ესთეტიკური კოსმეტოლოგია, თერაპიული კოსმეტოლოგია და დერმატოლოგიაც სწრაფი ტემპებით ვითარდება. თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო მაღალი სიზუსტით ტარდება კვლევები და სულ უფრო ეფექტური მკურნალობის მეთოდები ინერგება. აღსანიშნავია, რომ კანის დაავადების შემთხვევაში, დაუშვებელია თვითმკურნალობა და აუცილებელია, დროულად მიმართოთ პროფესიონალ დერმატოლოგს და მიიღოთ მისი კონსულტაცია. „კარაპს მედლაინის“ მაღალკვალიფიციური ექიმები შემოგთავაზებენ თქვენზე მორგებულ უმაღლესი ხარისხის მკურნალობის მეთოდს სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, მათ შორის:  აკნე; როზაცეა; სებორეა; დერმატიტები; მიკოზები; ეგზემა; ფსორიაზი; ვიტილიგო; ალოპეცია; ლაქების, კაპილარების, მეჭეჭების, პაპილომების, ნაწიბურებისმოშორება. კოსმეტოლოგიური პროცედურები ტარდება თანამედროვე აპარატურის გამოყენებით:  კლინიკა „კარაპს მედლაინი“ აღჭურვილია უახლესი, მულტიფუნქციური აპარატურით. ჩვენი თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტურ მომსახურებას:  ეპილაციაგაუტკივარებით; დარსონვალიზაცია; ლიფტინგი; ინფრაწითელიდიოდურიდასხივება; ლაზერი; იონოფორეზი; მიოსტიმულირება. 
link to page: service

„ევექსის“ ტრენინგ ცენტრი

search career text
link to page: career

about

search about text
link to page: about

ვაკანსია ექთნის პოზიციაზე

 სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ფალიაშვილის #41  სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე (გრაფიკი ცვლებით);   ძირითადი მოვალეობები: კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით; ფლებოტომიის შესრულება; საექთნო დოკუმენტწარმოება; შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.     საკვალიფიკაციო მოთხოვნები:    სავალდებულოა კანდიდატმა წამროადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი: პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი; უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან; პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერთიფიკატი.    პრიორიტეტულად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება (განსაკუთრებით ფლებოტომიაში)   განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:25  თებერვალი, 2020 დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით -> ბმულს      „კარაპს მედლაინი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.   დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.   პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.   გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
link to page: დასაქმება

ვაკანსია დამლაგებლის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ფალიაშვილის #41 სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე (გრაფიკი ცვლებით);   ძირითადი მოვალეობები: კვალიფიციური მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით; სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;     საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; სასურველია სამუშაო გამოცდილება; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:25 თებერვალი, 2020   დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ,დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 082 482 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 11:00-18:00სთ-ში)   „კარაპს მედლაინი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.   მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.   დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.   პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე PDP_Officer@evex.geდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.   გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
link to page: დასაქმება

ვაკანსია ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, ფალიაშვილის #41 სამუშაო გრაფიკი:8 საათიანი სამუშაო დღე (გრაფიკი ცვლებით);   ძირითადი მოვალეობები: ამბულატორიული პაციენტების ვიზიტების მართვა და სწორი და დროული რეგისტრაცია; პაციენტების და ვიზიტორების მომსახურება კომპანიის კორპორატიული სერვისის სტანდარტების დაცვით; დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება; პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე პაციენტის სპეციალისტთან ვიზიტის დაჯავშნა/ორგანიზება; ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ასლების შეგროვება და კლინიკის მენეჯერისთვის მიწოდება დადგენილ ვადებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით); სამუშო გამოცდილება მომსახურების ან ადმინისტრირების სფეროში სავალდებულოა არანაკლებ 1 წლისა;  სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; საოფისე კომპიუტერული პოგრამების  ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; შედეგზე ორიენტაცია; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  02 მარტი, 2020 დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით -> ბმულს   „კარაპს მედლაინი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის
link to page: დასაქმება

კარაპს მედლაინის ახალი ფილიალი ახლა უკვე ვაკეში

11 ივნისს კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალი გაიხსნა. საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებით შექმნილი ესთეტიკური კლინიკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს პლასტიკური ქირურგიის, ესთეტიკური გინეკოლოგიის, კოსმეტოლოგიის, ფსიქოლოგიისა და სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპიის სერვისებით. თანამედროვე მედიცინის ტექნოლოგიები, პერსონალური სერვისები და განსხვავებული მიდგომები სამედიცინო და ესთეტიკური სერვისების ერთ სივრცეში მიღების საშუალებას იძლევა. ზ. ფალიაშვილის N41-ში მდებარე კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალში პლასტიკური ქირურგიის მიმართულებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე კალანტაროვი ხელმძღვანელობს. პაციენტებს პლასტიკურ ოპერაციამდე შეუძლიათ ისარგებლონ ინოვაციური სერვისით, რომელიც სასურველი ორგანოს 3D მოდელირებას გულისხმობს, რაც მეტ კომფორტსა და უკეთეს შედეგს უზრუნველყოფს. ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს საოფისე გინეკოლოგიის ხელმძღვანელი, კოლპოსკოპიის ფედერაციის უფროსი მადონა ჯუღელი. სიახლეს წარმოადგენს უახლესი თაობის რევოლუციური აპარატი MonaLisa Touch-ი, რომელიც უკონკურენტო ლაზერული მეთოდია საშვილოსნოს ყელის გაახალგაზრდავებისთვის, ასევე - პოსტმენოპაუზური სიმპტომების სამკურნალოდ. პერსონალური და სრულიად ახალი სერვისია სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპია, რომელიც სპა პროცედურებსა და მასაჟს აერთიანებს და პაციენტებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავებას ინდივიდუალურად გულისხმობს. კოსმეტოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებიც პერსონალიზებულ მოვლას სთავაზობენ პაციენტებს. უახლესი თაობის დიაგნოსტიკის აპარატი საშუალებას იძლევა, საფუძვლიანად მოხდეს კანის სტრუქტურის შესწავლა და განისაზღვროს მკურნალობა. ესთეტიკურ კლინიკაში მოქმედებს კონსიერჟის სერვისიც, რაც პაციენტებისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაგეგმას ითვალისწინებს. კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალი ზრუნავს მომხმარებლების ინტერესებზე და სამედიცინო, ესთეტიკურ თუ გამაჯანსაღებელ სერვისებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, მაღალი ხარისხით გთავაზობთ.
link to page: article

International Medial Conference will be held in Tbilisi under the aegis of Caraps Medline Clinic

On November 11-13, EVEX Diagnostic Centre in 23 Kavtaradze str. will host theInternational accredited conference on the treatment of infertility and the role of surgery in the up-to-date reproductology. The conference will be held during three days under the aegis of “Caraps Medline” clinic; apart from Georgian physicians, the conference will be attended by leading physicians and fertility specialists from Israel, Italy, Turkey, Ukraine and Russia. The conference is accredited by the Ministry of Health and the participants will be given 30 creditpoints.
link to page: article

კლინიკა კარაპს მედლაინის ეგიდით თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართება

11-13 ნოემბერს, ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში ქავთარაძის #23-ში  საერთაშორისო აკრედიტირებული კონფერენცია გაიმართება,  რომელიც   უშვილობის მკურნალობას და თანამედროვე რეპროდუქტოლოგიაში ქირურგიის  როლს  დაეთმობა. 3 დღიანი კონფერენცია  კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ეგიდით ტარდება და მასში ქართველ ექიმებთან ერთად მონაწილეობას ისრაელის, იტალიის, თურქეთის, უკრაინის და რუსეთის    წამყვანი ექიმი გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები   მიიღებენ. კონფერენცია აკრედიტირებულია  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მონაწილეებზე გაიცემა 30 კრედიტ ქულა.
link to page: article

"კარაპს მედლაინის" წამყვანი ქირურგი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს

21 მაისს სამეგრელოს „კარაპს მედლაინის“ წამყვანი ქირურგი კოტე მათითაშვილი ესტუმრება და ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს.პაციენტებს, ვისაც სურს ტუჩის კორექცია, რინოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, მკერდის ფორმის შეცვლა და სხვა პლასტიკური თუ რეკონსტრუქციული ქირურგიის ჩატარება საშუალება აქვთ 11:00 – 18:00 სთ-მდე უფასო გასინჯვები და კონსულტაციები მიიღონ. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05
link to page: article

ახალ სამედიცინო სერვისი „კარაპს მედლაინში“

„კარაპს მედლაინში“ ახალი სამედიცინო სერვისი ხელოვნური განაყოფიერება (in vitro) დაინერგა. მაისში უკვე  ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები პირველ პაციენტებს ჩაუტარდათ. კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ინ ვიტრო განყოფილებას ხელმძღვანელობენ: რამაზ ჩარექიშვილი, მანანა ქოჩიაშვილი და თურქეთიდან ჩამოყვანილი პროფესორი ემბრიოლოგი სუატ უნალი, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. საქართველოშიხელოვნური განაყოფიერების ფუძემდებელი -  არჩილ ხომასურიძე  კლინიკა „კარაპს მედლაინის“ კონსულტანტია ინ ვიტროს მიმართულებით.  
link to page: article

Leading Plastic And Reconstructive Surgeon Of Caraps Medline Ltd. To Offer Free Medical Consultations At Batumi Referral Hospital

On Saturday, April 2, 2016 a leading plastic surgeon Kote Matitashvili of Caraps Medline Ltd. is to provide free medical consultations at Batumi Referral Hospital.  The patients seeking for lip augmentation, rhinoplasty, otoplasty, mammoplasty or any other type of plastic or reconstructive surgery will be examined and consulted free of charge from 11:00 a.m. to 18:00 p.m. Those willing to receive medical consultations are kindly requested to book advance appointments via phone +995 32 2 550505.
link to page: article

"კარაპს მედლაინის" პლასტიკური და რეკონსტრუქციული მიმართულების წამყვანი ქირურგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს

2 აპრილს აჭარას „კარაპს მედლაინის“ წამყვანი ქირურგი კოტე მათითაშვილი  ესტუმრება და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. პაციენტებს, ვისაც სურს ტუჩის კორექცია, რინოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, მკერდის ფორმის შეცვლა და სხვა პლასტიკური თუ რეკონსტრუქციული ქირურგიის ჩატარება, საშუალება აქვთ 11:00 – 18:00 სთ-მდე უფასო გასინჯვები და კონსულტაციები მიიღონ. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05
link to page: article

"კარაპს მედლაინის" წამყვანი ქირურგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს

16 აპრილს აჭარას „კარაპს მედლაინის“ წამყვანი ქირურგი კოტე მათითაშვილი ესტუმრება და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. პაციენტებს, ვისაც სურს ტუჩის კორექცია, რინოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, მკერდის ფორმის შეცვლა და სხვა პლასტიკური თუ რეკონსტრუქციული ქირურგიის ჩატარება საშუალება აქვთ 11:00 – 18:00 სთ-მდე უფასო გასინჯვები და კონსულტაციები მიიღონ. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05  
link to page: article

Leading Plastic and Reconstructive Surgeon of Caraps Medline Ltd. to Offer Free Medical Consultations at Batumi Referral Hospital

On Saturday, April 2, 2016 a leading plastic surgeon Kote Matitashvili of Caraps Medline Ltd. is to pay a visit to Batumi Referral Hospital to provide free medical consultations.  The patients seeking for lip augmentation, rhinoplasty, otoplasty, mammoplasty or any other type of plastic or reconstructive surgery will be examined and consulted free of charge from 11:00 a.m. to 18:00 p.m. Those willing to receive medical consultations are kindly requested to book advance appointments via phone +995 32 2 550505.
link to page: article

"კარაპს მედლაინის" წამყვანი ქირურგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს

2 აპრილს აჭარას „კარაპს მედლაინის“ წამყვანი ქირურგი კოტე მათითაშვილი ესტუმრება და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. პაციენტებს, ვისაც სურს ტუჩის კორექცია, რინოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, მკერდის ფორმის შეცვლა და სხვა პლასტიკური თუ რეკონსტრუქციული ქირურგიის ჩატარება.   საშუალება აქვთ 11:00 – 18:00 სთ-მდე უფასო გასინჯვები და კონსულტაციები მიიღონ. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05
link to page: article

"კარაპს მედლაინის" წამყვანი ქირურგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს

16 აპრილს აჭარას „კარაპს მედლაინის“ წამყვანი ქირურგი კოტე მათითაშვილი ესტუმრება და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. პაციენტებს, ვისაც სურს ტუჩის კორექცია, რინოპლასტიკა, ოტოპლასტიკა, მკერდის ფორმის შეცვლა და სხვა პლასტიკური თუ რეკონსტრუქციული ქირურგიის ჩატარება.   საშუალება აქვთ 11:00 – 18:00 სთ-მდე უფასო გასინჯვები და კონსულტაციები მიიღონ. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05
link to page: article
უკან

ბლოგი

დაჯავშნე ვიზიტი
enter

ინ ვიტრო

ამბულატორია

ზოგადი ქირურგია

პლასტიკური ქირურგია

გინეკოლოგია

საოფისე გინეკოლოგია

ტრავმატოლოგია

ოფთალმოლოგია

ლაბორატორია & დიაგნოსტიკა

ოსტეოპოროზი

მამოლოგია

კოსმეტოლოგია

All rights reserved 2016 © Caraps Medline -----------