ENG
GEO

სერვისები

გინეკოლოგია

გინეკოლოგია სპეციალიზებულია ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ქალბატონი თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარ უსაფრთხოებაზე, იცავდეს ჯანმრთელობის შემოწმების აუცილებლობის პირობას, ითვალისწინებდეს გინეკოლოგის კონსულტაციას და ჰქონდეს საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა დაავადებას იმ დროს აღმოაჩენენ ხოლმე, როცა უკვე დაგვიანებულია მკურნალობა. თუმცა, მისი აცილება მარტივად იქნებოდა შესაძლებელი პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევით. ასე რომ, პრევენციის მიზნით, აუცილებელია რეგულარული ვიზიტები ექიმ-გინეკოლოგთან და არა მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს პრობლემა.


როდის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს?

  • ანთებითი პროცესების შემთხვევააში: სიწითლე, შეშუპება, ტკივილი;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს;
  • სასქესო ორგანოების მიდამოში ძლიერი ქავილის შემთხვევაში;
  • შარდის საგრძნობი გახშირების ან უნებლიე შარდვის დროს;
  • შარდვის დროს წვის შეგრძნების შემთხვევაში;
  • მუცლის ქვედა ნაწილში სხვადასხვა ხასიათის ტკივილის დროს;
  • საშოდან ჭარბი გამონადენის დროს. ან თუ გამონადენმა შეიცვალა კონსისტენცია, ფერი და სუნი;
  • უშვილობის რისკის შემთხვევაში;
  • და ა.შ.

რატომ „კარაპს მედლაინი“?

რა თქმა უნდა, ყველა ქალბატონისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს საუკეთესო გინეკოლოგი, რომელსაც ენდობა. კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ექიმები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმითა და საუკეთესო რეპუტაციით. მათი გამოცდილება წლებს და უამრავ კმაყოფილ პაციენტს ითვლის. ჩვენი გამოცდილი ექიმები შეგირჩევენ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ მკურნალობის სქემას.

„კარაპს მედლაინის“ გინეკოლოგიური მიმართულების მთავარი უპირატესობაა ურთულესი ოპერაციების ჩატარება ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდით. ასევე, უახლესი და თანამედროვე აპარატურით ურთულესი ოპერაციების ჩატარება ენდოსკოპიური მეთოდით. კლინიკა გთავაზობთ სხვადასხვა სახის მკურნალობას და 3D და 4D ტექნოლოგიით ულტრაბგერით გამოკვლევებს. ჩვენი თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით შესაძლებელია ზუსტი და მაღალეფექტური კვლევების წარმოება.

ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:


ლაპარასკოპიული ოპერაციები დანამატებზე:


  • საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი;
  • საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტები (ყვითელი სხეულის კისტა, ფოლიკულური კისტა, ენდომეტრიალური კისტა, დერმოიდული კისტა);
  • საშვილოსნოს კვერცხსავალ მილებზე პლასტიკური ოპერაციები (ჰიდროსალპინქსი, საქტოსალპინქსი, პიოსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, შეხორცებითი პროცესი);
  • ენდომეტრიოზის ლაპარასკოპიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა;
  • საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია).

უშვილობის ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მათი მკურნალობა. ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები საშვილოსნოზე როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ლაპარატომიული მეთოდით:


  • საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა (კონსერვატიული მიომექტომია).

რადიკალური ოპერაციები როგორც ლაპარასკოპიული, ასევე ლაპარატომიული მეთოდით:


  • საშვილოსნოს ექსტირპაცია;
  • საშვილოსნოს ამპუტაცია;
  • სრული და არასრული უტეროვაგინალური პროლაფსი: (საშვილოსნოს დაწევა, პრომონტო ფიქსაცია ბადით);
  • ცისტოცელე-რექტოცელე (საშვილოსნოს ექსტირპაცია, წინა-უკანა კოლპორაფია, პერინეორაფია).

ლაპარასკოპიული ოპერაციები თანდაყოლილი პათოლოგიების გამო:

  • როკიტანსკ-კიუსტნერ-მაიერის სინდრომი (ლაპარასკოპიული მეთოდით ხელოვნური საშოს ჩამოყალიბება, კოლპოპოეზი);
  • საშვილოსნოს ყელის უკმარისობა;
  • ჰემატომეტრა, მუკომეტრა.

ჰისტეროსკოპია, ჰისტერორეზექტოსკოპია:


  • სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია;
  • საშვილოსნოს ტანის პოლიპი;
  • საშვილოსნოს ყელის პოლიპი;
  • საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა;
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
  • ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია.

თვლით, რომ ამჟამად არ გაქვთ გინეკოლოგიური პრობლემა? კლინიკა „კარაპს მედლაინი“ გირჩევთ, რომ ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გამოკვლევა, რის მერეც უფრო მშვიდად იქნებით. ხოლო თუ ფიქრობთ, რომ გინეკოლოგის დახმარება გჭირდებათ, მოგვმართეთ ახლავე, ნუ გადადებთ! ჩვენი გამოცდილი გინეკოლოგები ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად.




მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ლუბლიანას ქ. 48, 0159
(+995 32) 251 60 60
info@carapsmedline.ge