ENG
GEO

სერვისები

მამოლოგია

 
მამოლოგია მედიცინის უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა დაავადებები. მამოლოგია შეისწავლის სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს. დღესდღეობით, მედიცინის ეს დარგი ძალიან მოთხოვნადია, რადგან, ბოლო ათწლეულის მანძილზე, სარძევე ჯირკვლების დაავადებები სულ უფრო ხშირად გვხვდება. მამოლოგია მოიცავს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, იკვლევს დაავადებების წარმოქმნის მიზეზებს.

გარემო პირობები, ჩვენი ცხოვრების წესი, კვება და უამრავი სხვა ფაქტორი ჩვენს ჯანმრთელობაზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს. აღსანიშნავია, რომ სიმსივნური წარმონაქმნების უმრავლესობა ავთვისებიანი არ არის. დაავადების პრევენცია, მისი დროული აღმოჩენაა, რაც მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმებითაა შესაძლებელი. დროული დიაგნოსტიკისა და მამოლოგთან კონსულტაციის შემთხვევაში ძალიან დიდია განკურნების შანსი. თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში გამოვავლინოთ სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა სახის დაავადებები და დროულად დავიწყოთ შესაბამისი ეფექტური მკურნალობა.

რა შემთხვევაში უნდა ეწვიოთ ექიმ მამოლოგს?


ახალგაზრდა ქალი, პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაესინჯოს ექიმ მამოლოგს, ხოლო 50 წლის ასაკიდან რეკომენდებულია წელიწადში 2-ჯერ გასინჯვა. გარდა ამისა, ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც თუ შენიშნეთ, თქვენ დაუყოვნებლივ გჭირდებათ მამოლოგი, რომელთან კონსულტაციაც აუცილებელია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ სარძევე ჯირკვლის დაავადების არარსებობაში ან მისი არსებობის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზევე დაიწყოთ მკურნალობა და გამოჯანმრთელდეთ.

ეს სიმპტომებია:
  • ლიმფური კვანძების გადიდება და გულ-მკერდის არეში ტკივილი;
  • ძუძუს დვრილების გაუფერულება, ფორმისა და კონტურის ცვლილება;
  • მკერდზე წყლულების გავრცელება;
  • მკერდის ეპითელიუმის ცვლილება;
  • გამონადენი ძუძუს თავიდან.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მაღალმგრძნობიარე აპარატურა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნიკალური მეთოდები საშუალებას იძლევა, მოხდეს სარძევე ჯირკვლის პრაქტიკულად ყველა დაავადების განკურნება.

რატომ „კარაპს მედლაინი“?


თუ თქვენ გჭირდებათ საუკეთესო მამოლოგი, ეწვიეთ კლინიკა „კარაპს მედლაინს“, სადაც გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ. ჩვენი პროფესიონალი ექიმები ყოველთვის მზად არიან თქვენს დასახმარებლად, როგორც დაავადების პრევენციის კუთხით, ისე მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში. ისინი შემოგთავაზებენ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ მკურნალობას.

ჩვენი სერვისები:

  • დიაგნოსტიკა
  • მკურნალობა
  • პლასტიკური ქირურგია, მკრედის რეკონსტრუქცია;
  • სარძევე ჯირკვლის მოცულობის აღდგენა;
  • ესთეტიურად სწორი ფორმის მიღება;
  • კანის საფარის აღდგენა;
  • დვრილის და არეოლის კომპლექსის აღდგენა;
  • სიმეტრიის აღდგენა;
  • ნორმალური კონსისტენციის აღდგენა.


მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ლუბლიანას ქ. 48, 0159
(+995 32) 251 60 60
info@carapsmedline.ge