RUS

медиа центр

08 ноября, 2022 НАЗАД

ნივთიერებათა ცვლის ანალიზატორი - MetaChek-ის აპარატი ,,კარაპს მედლაინში’’

,,კარაპს მედლაინი’’ პაციენტებს ნივთიერებათა და ენერგეტიკული ცვლის ანალიზატორს, Metachek-ის ფართო გამოყენების აპარატს სთავაზობს. აპარატი  ჩასუნთქულ და ამოსუნთქულ ჰაერში კონკრეტული აირების კონცენტრაციას ზომავს და მოხმარებული ჟანგბადის მიხედვით ადგენს, თუ როგორია პაციენტის მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა.

აღნიშნული მეთოდით მეტაბოლური მაჩვენებლების გაზომვას არაპირდაპირი კალორიმეტრია ეწოდება. კვლევა კვებიდან 4 საათის გასვლის შემდეგ ტარდება. პროცედურის დროს პაციენტი შერეული ტიპის სუნთქვიდან  პირით სუნთქვაზე გადადის, რისთვისაც იკეტება ცხვირით სუნთქვა და პაციენტს პირში სპეციალური პლასტმასის მილი თავსდება, რომლის გავლითაც ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი აპარატში შედის და გამოდის. მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიერ მოხმარებული ჟანგბადის გაზომვა 8-10 წუთის განმავლობაში ხორციელდება. ამასთან, აპარატი პაციენტის შესახებ წინასწარ შეყვანილ პარამეტრებს ითვალისწინებს როგორებიცაა: სხეულის მასის ინდექსი,  ცხოვრების წესი და ამის გათვალისწინებით,  შესაბამის დასკვნას იძლევა.

ინდივიდუალურ ენერგეტიკულ მოთხოვნილებებზე დაყრდნობით, მეტაბოლური მაჩვენებლის კვლევა ორგანიზმისთვის საჭირო ყოველდღიური კვებითი რაციონის გეგმის შედგენის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა წარმატებით გამოიყენება:

  • წონის მართვისთვის;
  • მაღალი რისკისა და ჭარბწონიანი ორსულების მართვაში;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების მართვისთვის;
  • დიეტოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში.


მაგალითისთვის მოვიყვანოთ შაქრიანი დიაბეტი, რა დროსაც პაციენტს ჰორმონი ინსულინი ენიშნება, მისი ეფექტურობა  სისხლში გლუკოზის დონით განისაზღვრება, მაგრამ დარეგულირდა თუ არა პაციენტის ნივთიერებათა ცვლა - უცნობია. თუ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი უარყოფითია, მხოლოდ გლუკოზის დონის დარეგულირება არ იქნება საკმარისი და ის შესაძლოა კვების რეჟიმისა და რაციონის გადახედვას საჭიროებდეს. სწორედ ამ საჭირო მიდგომისა და ტაქტიკის შემუშავების შესაძლებლობას იძლევა MetaChek- ის აპარატი.


ასეთივე წარმატებით შეიძლება აპარატის გამოყენება სპორტულ მედიცინასა და რეანიმაციული პაციენტების მართვაში, რათა მათ შესაბამისი კვების რაციონი დაენიშნოთ, ხოლო  სპორტსმენების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, ფიზიკური აქტივობაც.


MetaChek-ის საშუალებით ჩატარებული კვლევა დაავადების დიაგნოსტიკაში, მართვაში, მკურნალობის დანიშვნასა და შემდგომ მონიტორინგში
საფუძვლად ედება ექიმის გადაწყვეტილებებს.


ამასთან, აღსანიშნავია, რომ ,,კარაპს მედლაინი’’ პოლიკისტოზური საკვერცხის დიაგნოზის მქონე 15-დან 21 წლამდე ასაკის პაციენტებს, არაპირდაპირი კალორიმეტრიის კვლევას უფასოდ სთავაზობს, რომლის მიზანი ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნისგან თავის მაქსიმალურად არიდება და კვების რეგულირებით დაავადების მართვაა. აღნიშნული კვლევის ჩატარების დაფინანსება მოიპოვა და კლინიკაში მას მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი ბესარიონ ტყეშელაშვილი ატარებს.


 ,,კარაპს მედლაინი’’ პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო  მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. კლინიკაში არსებული MetaChek-ის აპარატი ყოველი 2000 კვლევის შემდგომ, ყოველწლიურ განახლებას ათენში გადის.

НАЗАД