RUS

медиа центр

30 мая, 2022 НАЗАД

სრული მამოლოგიური სერვისი კლინიკა კარაპს მედლაინში

კლინიკა კარაპს მედლაინი პაციენტებს მძლავრ მამოლოგიურ სერვისს სთავაზობს, რაც მოიცავს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტირების სრულ სპექტრსა და მაქსიმალურად ეფექტურ მკურნალობას. გამოკვლევისთვის კლინიკაში გამოიყენება:

  • ექომამოგრაფია;
  • კლინიკური გასინჯვა;
  • ლაბ. კვლევების სრული სპექტრი;
  • ბიოფსიური მასალის პრე და პოსტოპერაციული ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევა და ა.შ.

ჰოსპიტალში ხორციელდება სარძევე ჯირკვლის შემდეგი პათოლოგიების მართვა:

  • ძუძუს კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ფიბროადენომა, კისტა,ლიპომა და ა.შ);
  • სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი წარმონაქმნები;
  • სარძევე ჯირკვლის ანთებითი დაავადებები(ლაქტაციური და არალაქტაციური მასტიტი);
  • სარძევე ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიები (დამატებითი სარძევე ჯირკვალი, მიკრომასტია და ა.შ);
  • მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები;

ჰოსპიტალში ტარდება თანამედროვე გაიდლაინებითა და პროტოკოლებით გათვალისწინებული კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა. ამასთან, კლინიკის მაღალკვალიფიციური, დასავლური გამოცდილების მქონე გუნდი ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს, ნერგავს მკუნრალობის თანამედროვე მეთოდებს და პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. მამოლოგიური მიმართულებით ხორციელდება:

  • ლამპექტომია ( სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური ქსოვილის მოცილება);
  • ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები (სიმსივნეების დროს);
  • რადიკალური მასტექტომია (სარძევე ჯირკვლის მოკვეთა კანთან, დვრილთან, ლიმფურ კვანძებთან ერთად);
  • სარძევე ჯირკვლის კანქვეშა მასტექტომია (სარძევე ჯირკვლის ამოკვეთა კანისა და დვრილის შენარჩუნებით);
  • სარძევე ჯირკვლის პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაციები და ა.შ

სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების მართვაში ჩართულია ჰოსპიტლის მულტიპროფილური ექიმების გუნდი. მაგ., ძუძუს ფიბროზულ-ცისტოზური დაავადების დროს მკურნალობის პროცესში მონაწილეობენ: მამოლოგი, ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი, საჭიროების შემთხვევაში პროცესში ერთვებიან დიეტოლოგი და ფსიქოლოგიც. შესაბამისად, კარაპს მედლაინში პაციენტები ყველა საჭირო მომსახურებას ერთ სივრცეში იღებენ.

კლინიკა კარაპს მედლაინში მამოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, ონკოლოგ-მამოლოგი ირაკლი კოხრეიძე.

НАЗАД