RUS

медиа центр

14 декабря, 2022 НАЗАД

წონა და ორსულობა - როგორ უნდა ვიკვებოთ ორსულობის დროს?

1)     რა პროცესებთან არის დაკავშირებული ორსულობა?

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც ორგანიზმში ნაყოფის ზრდა-განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამ დროს, დედის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემაში  მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც 9 თვის ბოლოს , ჯანმრთელი ახალშობილის მოვლინებით სრულდება. ორსულობის დროს მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ როგორც ნაყოფის, ასევე დედის ჯანმრთელობაც, რომლის შეფასების საუკეთესო მარკერი სხეულის წონაა. ორსულობის დროს დედის წონის მატება აუცილებელია,თუმცა აღნიშნულზე დაკვირვებისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: |დედის საწყისი წონა, ორსულობის ვადა, ნაყოფის/ნაყოფების რაოდენობა. აღნიშნული ფაქტორების გარდა აუცილებელია ისეთი დეტალების მხედველობაში მიღება და გათვალისწინება როგორებიცაა:  ორსულის კვებითი ქცევის (საკვების მიღების სიხშირე,საუზმის გამოტოვება,ბოლო კვების დრო) რაციონის (შემადგენელი პროდუქტების წილობრივი განაწილება) და აგრეთვე ძილ-ღვიძილის თავისებურებები (გაღვიძებისა და დაძინების დრო,თავად ძილის პროცესის მახასიათებლები-დარღვევები). სასურველია, აღნიშნული საკითხების დაგეგმვა ექიმმა პაციენტთან ერთად ორსულობამდე, ე.წ. მოსამზადებელ ეტაპზე მოახდინოს, რათა ორსულობა ენერგეტიკულად უზრუნველყოფილ ორგანიზმში დადგეს.დედისა და ნაყოფისათვის პრობლემებს ქმნის დედის მიერ წონის როგორც გადამეტებული ისე არასაკმარისი  მატება. საზოგადოებაში მომეტებული ყურადღება - წონის მატებას  ეთმობა,რაც პირველ რიგში ექიმის მხრიდან განსაკუთრებულ რეაქციას და ორსულის სათანადო ინფორმირებას საჭიროებს. წონის კონტროლი, კვებისა და ძილის რეჟიმი, ამ ფაქტორების ბალანსი და სწორი დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასურველი ეფექტის მიღწევა, მათი ჰარმონიული(ფიზიოლოგიური)შერწყმის გარეშე წარმოუდგენელია.ჭარბწონიან და მსუქან ორსულებს,აგრეთვე ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონეთ,სწორი კვებითი, ძილისა და ფიზიკური აქტივობის არქონის შემთხვევაში შესაძლებელია ერთნაირი ტიპის დარღვევები განუვითარდეთ. ზემოთჩამოთვლილი საკითხების მიმართ დამოკიდებულება, დაგეგმვა და განსაზღვრა ექიმმა საწყის ეტაპზევე უნდა დაიწყოს: ორსულის სხეულის ანატომიური თავისებურებების,ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობის(ვიზუალურად), ცხიმის განლაგების, ფიზიკური აქტივობის, წონის კორექციასთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით ანამნეზური მონაცემების გათვალისწინებით.

 

 

2)     რას მოიცავს ორსულის დიეტა?

 

აუცილებელია, ორსულის ყოველდღიური რაციონი დაბალანსებული იყოს და 5 ძირითადი საკვები ჯგუფის პროდუქტებისგან შედგებოდეს. ესენია: ცილა, ცხიმი, მარცვლეული, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხილი. ცილის შემთხვევაში უპირატესობა ცხოველურ ცილას უნდა მივანიჭოთ. სასურველია საკვები თეფში ორსულმა შემდეგნაირად გადაანაწილოს: თეფშის ნახევარი - ხილი და ბოსტნეული,მეოთხედი ნაწილი - მარცვლეული, ცილა და აგრეთვე რძის პროდუქტები, რომლის მიღებაც ყოველდღიურად არის რეკომენდირებული. აგრეთვე, ბალანსირებული რაციონის შემადგენელი ნაწილია ცხიმები, რომლის წილი ორსულის დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეადგენდეს.

 

 

3)     რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ორსულობის დროს წონის მატებას?

წონის პათოლოგიური მატება ორსულობის დროს დედასაც და შვილსაც უამრავ პრობლემას უქმნის. ეს შეეხება ნაყოფის  ზრდას ,განვითარების ანომალიებს ,ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფის უმწიფრობას,ან პირიქით-დიდი და გიგანტი ნაყოფის განვითარებას მისი შესაძლო ტრავმირებით  მშობიარობის დროს.დადგენილია ორსულის სიმსუქნის|წონის პათოლოგიური მატების კავშირი როგორც დედის, ისე შვილის დიაბეტის განვითარებაში.არსებობს გარკვეული მონაცემები აუტიზმის განვითარებასთან დაკავშირებითაც.ჭარბი წონის მატების დროს არანაკლები ხიფათი ელოდება ორსულს როგორებიცაა: არტერიული წნევის მატება,პრეეკლამფსია,ორსულთა დიაბეტი,სამშობიარო მოქმედების არაეფექტურობა,საკეისრო კვეთის, მაშებისა და ვაკუუმის ,დედის ტრავმატიზმის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები და სხვა.

 

НАЗАД