RUS

медиа центр

09 августа, 2022 НАЗАД

ზოგადი ქირურგიის მძლავრი მიმართულება ,,კარაპს მედლაინის’’ დიღმის ფილიალში

,,კარაპს მედლაინის’’ დიღმის ფილიალი, მოსახლეობას მულტიპროფილურ სამედიცინო სერვისს სთავაზობს. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი ქირურგიის მიმართულებას ეთმობა, რომელიც ქირურგიული სპეციალობის საერთო საფუძველს წარმოადგენს და აბდომინალურ კომპონენტზეა მიმართული. ამ მხრივ, კლინიკის პრიორიტეტი ქირურგიული მანიპულაციების ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებაა,  რომელსაც ე.წ. უსისხლო ოპერაციის სახელით ვიცნობთ.

ლაპაროსკოპიული ქირურგია მინიმალური განაკვეთით მუცლის ღრუში შეღწევისა და დაავადებებისმკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. მისი უპირატესობა გამარტივებულ პოსტოპერაციულ პერიოდსა და სწრაფ რეაბილიტაციაში მდგომარეობს. ამ მიმართულებით, წარმატებით ტარდება გეგმიური ბარიატრიული და აბდომინალური ოპერაციები. უფრო კონკრეტულად, ლაპაროსკოპიული მეთოდით ქირურგიული მანიპულაციები ხორციელდება კუჭ-ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის, ნაღვლის სადინრების, ელენთის, პანკრეასისა და საყლაპავის პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში. ოპერაციები ტარდება ღია წესითაც, თუ ამას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ანამნეზი მოითხოვს.

აღსანიშნავია, ლაპაროსკოპიული ოპერაციები საყლაპავის თიაქრებზე, რომელიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში ხორციელდება და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ,,კარაპს მედლაინია’’. კლინიკა ,,კარაპს მედლაინში’’  ოპერაციებს წარმატებით ანხორციელებს პროფესორი, მედიცინის დოქტორი და ზოგადი ქირურგი ოთარ კეპულაძე.

კლინიკაში აგრეთვე ტარდება სიმულტანური ოპერაციები, რა დროსაც ქირურგიული ჩარევები ერთი ნარკოზის ქვეშ, ორ ორგანოზე ერთდროულად ხორციელდება. აღსანიშნავია რომ ,,კარაპს მედლაინის’’ დიღმის ფილიალში ჭარბწონიანობის შემთხვევაში, წარმატებით ხორციელდება ბარიატრიული ოპერაციები.

რაც შეეხება ამბულატორიულ მიმართულებას - ამ მხრივ,  კლინიკაში ხელმისაწვდომია სრულყოფილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები,  მათ შორის:

  • რენტგენოგრაფია;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ენდოსკოპიური კვლევები;

ზოგადი ქირურგიის მიმართულებას ,,კარაპს მედლაინის’’ დიღმის ფილიალში მედიცინის აკადემიური დოქტორი და ზოგადი ქირურგი დავით ელგანდაშვილი ხელმძღვანელობს.

НАЗАД