კლინიკა კარაპს მედლაინი მომხმარებლებს ინოვაციურსა და მრავალფუნქციურ Fotona-ს ფირმის ლაზერულ აპარატს- SP Dynamis pro-ს სთავაზობს, რომელსაც გარდა ესთეტიკური დანიშნულებისა, რიგი სამკურნალო თვისებები გააჩნია.
აპარატის ფართო შესაძლებლობებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას კანის რემოდელირების 4 საფეხურიანი, არაინვაზიური ლაზერული პროცედურა - Fotona 4D იპყრობს. აღნიშნული პროცედურა ლაზერული სხივების 4 სხვადასხვა რეჟიმით ხორციელდება, რაც კანის ფუნქციისა და სტრუქტურის სხვადახვა სიღრმეზე აღდგენას განაპირობებს.
- მკურნალობის პირველი ეტაპიპირის ღრუდან იწყება, ხორციელდება კანის ღრმა შრეების გამკვრივება და ლიფტინგი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ Fotona SP Dynamis pro ერთადერთი ლაზერია მსოფლიოში, რომელიც მუშაობს პირის ღრუში.
- მეორე ეტაპზე, უმჯობესდება კანის საშუალო და ღრმა შრეებში დაზიანებული სტრუქტურები. შედეგად, აღდგება კანის შედარებით ახალგაზრდა სტრუქტურა და ერთგვაროვანი შეფერილობა.
- მესამე ეტაპზე, გრძელდება ლაზერული სხივით კანის დამუშავება და იგი ხდება უფრო მკვრივი.
- მეოთხე ეტაპზე ტარდება მსუბუქი ლაზერული პილინგი (სახის პოლირება), სწორდება წვრილი ნაოჭები და უმჯობესდება ფორები.
Fotona SP Dynamis pro წარმატებით უმკლავდება დერმატოლოგიურ პრობლემებსაც. ლაზერული სხივებით ხორციელდება:
- აკნეს მკურნალობა;
- პოსტ-აკნე ნაწიბურების მკურნალობა;
- როზაცეას მკურნალობა;
- პაპილომებისა და მეჭეჭების მოშორება;
- სახეზე და სხეულზე კაპილარების მოცილება;
- გამონაყრის გაშრობა და ალაგება.
Fotona-ს ლაზერულ აპარატს, სხვა აპარატებისგან განსხვავებით გააჩნია გრძელი იმპულსური სხივი (აღწევს კანში 5-6 მმ სიღრმეში) და უსაფრთხო, ზუსტად კონტროლირებადი იმპულსებით საშუალებას იძლევა გააქროს კანზე არსებული უსიამოვნო კაპილარები.
თუ თქვენ გაწუხებთ კანის არათანაბარი ტექსტურა, წვრილი და ღრმა ნაოჭები, ფორები, არაერთგვაროვანი სახის ფერი, ნაწიბურები და ა.შ Fotona,უმტკივნეულო ლაზერული სამკურნალო პროცედურით, კანის განახლებისა და გაახალგაზრდავებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პროცედურას, პილინგს გთავაზობთ. კარაპს მედლაინის სპეციალისტები ინდივიდუალური პრობლემიდან გამომდინარე შეგირჩევენ შესაფერის პილინგს, იქნება ეს: ულტრა ლაითი, ფრაქციული, ცხელი თუ ცივი პილინგი.
გარდა ამისა, Fotona SP Dynamis pro გთავაზობთ:
- ქირურგიული ჩარევის გარეშე ხვრინვისა და ძილის აპნოეთი გამოწვეული პრობლემების სწრაფ და უმტკივნეულო მოგვარებას არაინვაზიური ლაზერული მეთოდით;
- ეპილაციას;
- ტუჩის კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და მოცულობის გაზრდას - Liplase ფილერებისა და შემავსებლების გარეშე;
- თვალის ირგვლივ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და წვრილი ნაოჭების გასწორებას - smooth eye;
- ვექტორულ ლიფტინგს (ჭიმავს შუბლის ზონას);
- თმის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და თმის ცვენის საწინააღმდეგო პროცედურას სკალპის სტიმულირებით ლაზერული სხივის მეშვეობით - Fotona Hair Restoration;
- TightSculpting-ს - უნიკალურ ორსხივიან პროცედურას ტანის კორექციისა და კანის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის;
- ფრჩხილის სოკოს უმტკივნეულო მკურნალობას;
- ხელების გამაახალგაზრდავებელი პროცედურას.
Fotona SP Dynamis არის პრემიუმ კლასის ბრენდი, რომელიც 60 წელია წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიო ბაზარზე. მისი საშუალებით ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის პაციენტს შეუძლია ინვაზიური ჩარევებისა და ინექციების გარეშე, მიიღოს სასურველი შედეგი. აპარატს უნიკალური სხივების გამო, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ამასთან ერთად, Fotona SP Dynamis-ს მინიჭებული აქვს ევროპული სერტიფიკატი სამედიცინო მიმართულებებით.
კარაპს მედლაინი, აღნიშნული ლაზერული აპარატით, მომხმარებლებს მრავალ საჭირო, უმტკივნეულო, უსაფრთხო და ეფექტურ პროცედურას ერთ სივრცეში სთავაზობს. კლინიკაში Fotona SP Dynamis pro-თი პროცედურებს მაღალკვალიფიციური, ლიცენზირებული დერმატო-კოსმეტოლოგები: ნინო გოგიბერიძე და მარინა ოჟოგინა ატარებენ.