RUS

Истории пациентов

16 августа, 2021 НАЗАД
ბოტულინოთერაპია "კარაპს მედლაინში"

კლინიკა კარაპს მედლაინი მომხმარებლებს მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად ინექციურ პროცედურას- ბოტულინოთერაპიას სთავაზობს.

ბოტულინოტოქსინი უსაფრთხო პრეპარატია, ანესთეზიას არ საჭიროებს და პროცედურის შემდეგ კანზე კვალს არ ტოვებს, გამოყენებული პრეპარატები აშშ-ს სურსათისა და წამლის მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერაა რეკომენდებული. პროცედურა კეთდება სახეზე, უმეტესად შუბლის ზონასა და თვალების ნაოჭზე. შედეგი ინექციის შეყვანიდან 2 კვირის შემდეგ დგება და გრძელდება 4-დან 6 თვემდე(შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცხოვრების რიტმსა და მეტაბოლიზმზე).

ბოტულინოთერაპიას დროებითი ზემოქმედება აქვს და ინექციის გაწოვის შემდეგ მიმიკური ნაოჭები პირვანდელ ფორმას უბრუნდება, სწორედ ამიტომ მოწოდებულია განმეორებითი ინექცია ეფექტის  მოხსნის შემდეგ.

მისი ჩატარება ნებადართულია ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის. თუმცა, უმჯობესია პაციენტმა  პრობლემის გაჩენისთანავე მიმართოს სპეციალისტს, ვინაიდან დროის გასვლის შემდეგ მიმიკური ნაოჭების გასწორება რთულდება. ასევე, არსებობს ბოტულინოთერაპიის ჩატარების უკუჩვენებები:ანთებითი პროცესი, ორსულობა, ლაქტაცია-სწორედ ამიტომ, კონსულტაციაზე მისული მომხმარებლის ანამნეზის სრული გამოკვლევა ხდება.

გარდა მიმიკური ნაოჭებისა, ბოტულინოთერაპია ჰიპერჰიდროზთან(ჭარბოფლიანობასთან) საბრძოლველადაც გამოიყენება. პროცედურა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში. ინექცია კეთდება იღლიის, ხელის გულებისა და ტერფების არეში, შედეგად პაციენტს 4-6 თვემდე ეხსნება ჭარბოფლიანობის პრობლემა.

ბოტულინოთერაპია ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზაა შედეგის მისაღებად. კარაპს მედლაინში, კი ამ პროცედურას ლიცენზირებული დერმატო-კოსმეტოლოგები ნინო გოგიბერიძე და მარინა ოჟოგინა ატარებენ.

НАЗАД