RUS

Истории пациентов

16 августа, 2021 НАЗАД
პერსონალიზებული მოვლის უპირატესობები "კარაპს მედლაინში"

ერთი და იგივე პრობლემის მქონე პაციენტები ერთსა და იმავე მკურნალობას განსხვავებულად პასუხობენ, სწორედ ამიტომ კარაპს მედლაინი მომხმარებლებს პერსონალიზებულ, ცალკეულ ინდივიდზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს. კონსულტაციაზე მისულ პაციენტს  სახის კანის ღრმა შრეების დიაგნოსტიკა Janus-ისაპარატით უტარდება(რომელიც გვიჩვენებს კანის სტრუქტურას, ფორებს, ცხიმიანობას, კაპილარებს და ნაოჭებს), გამოკვლევის შემდეგ კი, ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით, შესაბამისი მოვლა ინდივიდუალურად ინიშნება.


პერსონალიზებული მოვლისთვის კლინიკაში გამოიყენება შემდეგი საშუალებები:

  • SkinCeutical -ნომერ პირველიამერიკული LUX ბრენდი, წარმოდგენილია კანის მოვლის საშუალებებით, რომლებიც დამზადებულია ანტიოქსიდანტურ (ნივთიერებები, რომლებიც აფერხებენ დაბერების პროცესს) შრატებზე;
  • Biologique Recherche- კანის მოვლის ფრანგული საშუალება, LUX ბრენდი.


ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდებიდან, კანის ტიპისა და პაციენტის მოთხოვნის მიხედვით ირჩევა შესაბამისი მოვლის საშუალებები და იგეგმება მკურნალობის კურსი. ასევე, სახის წმენდისა და დატენიანებისთვის გამოიყენება ამერიკული აპარატი Hydrafacial, რომელიც ძალიან ეფექტურია აკნესთან საბრძოლველად, გამომშრალი, ასაკობრივი და ნორმალური კანისთვის.

პერსონალიზებული მოვლის წყალობით მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიდან აიცილონ არაეფექტური, არასაჭირო მკურნალობა და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ამ პროცესს კი კარაპს  მედლაინში გამოცდილი და მაღალკვალიფიციური დერმატო-კოსმეტოლოგები: ნინო გოგიბერიძე და მარინა ოჟოგინა უძღვებიან.

НАЗАД