კლინიკა „კარაპს მედლაინი“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა ზოგადი ქირურგიული ოპერაციებია. ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმების გუნდი ატარებენ უმოკლეს დროში ურთულეს ოპერაციებს როგორც ლაპრასკოპიული, ასევე ღია წესით.
ჩვენი სერვისები:
ლაპაროსკოპიული ოპერაციები მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიების დროს:
- ნაღველკენჭოვანი დაავადება (ნაღვლის ბუშტის და სადინრის კენჭები);
- ნაღვლის ბუშტის პოლიპოზი;
- აპენდიციტი (მწვავე და ქრონიკული);
- საყლაპავის თიაქარი (რეფლუქს ეზოფაგიტით და კარდიის უკმარისობით);
- საყლაპავის აქალაზია (იგივე - კარდიოსპაზმი);
- საყლაპავის ქვედა მესამედის დივერტიკული (იგივე - ეპიფრენალური დივერტიკული);
- კუჭისა და 12 გოჯას კეთილთვისებიანი დაავადებები (პოლიპი, დივერტიკული, კეთილთვისებიანი სიმსივნე);
- ღვიძლის პარაზიტული და არაპარაზიტული კისტები; კეთილთვისებიანი მარგინალური წარმონაქმნები (სიმსივნე, ჰემანგიომა);
- ელენთის დაავადებები და დაზიანებები (პურპურა, მიკროსფეროციტოზი, სხვადასხვა სახის ჰიპერსპლენიზმი და სპლენომეგალია, ლიმფომა, ჰემატომა, პარაზიტული და არაპარაზიტული კისტები, ელენთის კარის ანევრიზმა);
- პანკრეასის კისტები;
- პანკრეასის კუდის სიმსივნე;
- პანკრეასის ინსულინომა;
- წვრილი ნაწლავის დაავადებები (მეკელის დივერტიკული, შეხორცებითი დაავადება, კრონის დაავადება და სხვა);
- მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები (პოლიპოზი, დივერტიკულოზი, დოლიქოსიგმა, პირველადი სიმსივნე);
- ლიმფადენოპათიები (მუცლის ღრუს და პარააორტალური ლიმფური ჯირკვლების პათოლოგიები);
- თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები (ფეოქრომოციტომა, ალდოსტერომა, კორტიკოსტერომა, კუშინგის სინდრომი, კისტა და სხვადასხვა ეტიოლოგიის ადენომები);
- თირკმლის კისტები;
- საზარდულის, ვენტრალური და ჭიპის თიაქრები;
- სიმსუქნე;
- აორტის ფაშვის ღეროს კომპრესია;
- დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია .
ღია ოპერაციები
- ზემოთ აღნიშნული ყველა სახის დაავადების დროს;
- სხვა ნებისმიერი მუცლის ღრუს პათოლოგიის მოცულობითი და რეკონსტუქციული ოპერაციები: ღვიძლზე და სანაღვლე გზებზე, პანკრეასზე და კუჭნაწლავის ტრაქტზე;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჩიყვი).