დაჯავშნე ვიზიტი

გასტროენტეროლოგია

,,კარაპს მედლაინის’’ გასტროენტეროლოგიური განყოფილება პაციენტებს პათოლოგიების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ამბულატორიულ სრულ სპექტრს სთავაზობს.

მედიცინის ეს დარგი საჭმლის მომნელებელ სისტემას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს შეისწავლის. საჭმლის მომნელებელი სისტემა კი თავის მხრივ ადამიანის ორგანიზმის რთული და მნიშვნელოვანი ნაწილია. ის იმ საკვები ნივთიერებების დაშლაზეა პასუხისმგებელი, რომელიც ორგანიზმმა ენერგიის, ზრდის და განვითარებისთვის უნდა მოიხმაროს. გასტროენტეროლოგი დიაგნოზს სვამს და მკურნალობს საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, სანაღვლე გზების და პანკრეასის დაავადებებს და დარღვევებს.

როდის უნდა მივმართოთ გასტროენტეროლოგს?

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი პრობლემები
  • ღვიძლის და პანკრეასის ქრონიკული დაავადებები როგორებიცაა: ჰეპატიტი, ციროზი, პანკრეატიტი
  • ნაღვლის ბუშტის პრობლემები
  • პირის ღრუს და ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეები

 

,,კარაპს მედლაინი’’ პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს საერთაშორისო პროტოკოლის, კლინიკური რეკომენდაციების და ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით. სერვისი მოიცავს:

 

  • გასტროენტეროლოგის კონსულტაცია
  • ნუტრიციული სტატუსის შეფასება
  • სწორი რაციონის შედგენა
  • ჰელიკობაკტერის რესპირატორული ტესტირება
  • ზოგადი ქირურგის კონსულტაცია

გაიცანით ჩვენი ექიმები

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში