ყბა-სახის ქირურგია
,,კარაპს მედლაინის’’ ყბა-სახის ქირურგიული განყოფილება პაციენტებს სახის, პირის ღრუს და კისრის ნებისმიერი სირთულის გეგმიურ ოპერაციულ მკურნალობას სთავაზობს. კლინიკაში აგრეთვე, დანერგილია ყბა-სახის პათოლოგიების ინოვაციური, მინიინვაზიური ჩარევის მეთოდები, რომლებიც დამზოგველი, სწრაფი და მსუბუქი სარეაბილიტაციო პერიოდით გამოირჩევა.
საერთაშორისო პროტოკოლების, გაიდლაინების, მულტიდისციპლინარული და ინდივიდუალური მიდგომით ,,კარაპს მედლაინში’’ შემდეგი დაავადებების მკურნალობა ხორციელდება:
· ყბა-სახის მიდამოს ტრავმული დაზიანებების მკურნალობა
· დიდი ზომის ჭრილობების, სახის ძვლების მოტეხილობების, მათ შორის ცხვირის ტრავმების ქირურგიული მკურნალობა ზოგადი ანესთეზიით
· ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებების: ფლეგმონები, აბსცესები, პერიოსტიტები, ჰაიმორიტების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა
· საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრებში სახსარშიდა ინექციები Regenlab-ის პრეპარატით - მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა + (PRP) სისხლის პლაზმა
· ინოვაციური მეთოდი რბილი და მაგარი ქსოვილების რეგენერაციის მასტიმულირებელი EXTRACELL FIBRIN Membrane, ყბების ოსტეომიელიტის დროს
· პაროდონტოზების, პაროდონტიტებისა და გინგივიტების მკურნალობა უახლესი მინიინვაზიური მეთოდით Regenlab-ის უნიკალური სინჯარებით
· რეტენციული კბილების (ყბის ძვალში შეკავებული) ექსტრაქცია
· დიდი და მცირე ზომის ყბის კისტების ქირურგიული მკურნალობა, როგორც ოდონტოგენური კბილებიდან განვითარებული, ისე არაოდონტოგენური წარმოშობის
· პოსტოპერაციული ნაწიბურების ქირურგიული კორექცია, პლასტიკა
· სხვადასხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობა პირის ღრუს, სახის და კისრის მიდამოში
· მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების ქირურგიული მკურნალობა ყბა-სახის არეში
· ტიტანის საფიქსაციო კონსტრუქციების დემონტაჟი ყბა-სახის მიდამოდან
· ყბა-სახის არეში ძვლოვანი და რბილქსოვილოვანი, თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიების ქირურგიული მკურნალობა. ყბა-სახის არეში (ეგზოსტოზები, ენის და ტუჩის ლაგამი და ა.შ