ნევროლოგია
ნევროლოგია მედიცინის სფეროა, რომელიც ნერვულ სისტემაში არსებულ პათოლოგიებს შეისწავლის. დარგი ისეთ დაავადებებს იკვლევს როგორებიცაა: ეპილეფსია, ნევროზი, ძილის დარღვევები, თავბრუსხვევები, მოძრაობის დარღვევები, ინსულტი, გაფანტული სკლეროზი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები.
ნერვული სისტემის დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნება. ნევროლოგიური დარღვევები შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მათ შორის, მუცლადყოფნის პერიოდშიც.
,,კარაპს მედლაინის’’ ნევროლოგიური განყოფილება პაციენტებს ამბულატორიული დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს და ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს.
· ნევროლოგის კონსულტაცია
· ლაბორატორიული კვლევები
· ნერვული მდგომარეობის დიაგნოსტიკური ტესტები