
ორთოპედია-ტრავმატოლოგია
,,კარაპს მედლაინის’’ ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილება თანამედროვე საოპერაციო ბლოკით, ინსტრუმენტებით და აპარატურითაა აღჭურვილი. ენდოპროთეზირება
უახლესი მოდიფიკაციის ფრანგული წარმოების მინიინვაზიური, ნაკლებტრავმული და დამზოგავი იმპლანტების გამოყენებით ხორციელდება, რომელიც ამცირებს განაკვეთის ზომას, ოპერაციის ხანგრძლივობას, ზოგავს კუნთოვან სისტემას და უზრუნველყოფს ოპერაციის შემდგომ დამხმარე საშუალებით, პაციენტის ფეხზე წამოდგომის შესაძლებლობას მეორე დღესვე. პაციენტისთვის მინიინვაზიური მეთოდით და თანამედროვე აპარატურით ჩატარებული ოპერაციები ნაკლებტრავმულია, რაც პოსტოპერაციულ პერიოდს ამსუბუქებს. პაციენტს, სურვილისამებრ სპეციალისტთან ერთად ნებისმიერი ფირმის წარმოების საფიქსაციო იმპლანტის შერჩევის შესაძლებლობა აქვს.
კლინიკის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ტრავმატოლოგიური ასოციაციის წევრები არიან, მუდმივად ეცნობიან და ნერგავენ უახლეს მკურნალობის მეთოდებს.
,,კარაპს მედლაინის’’ ორთოპედ-ტრავმატოლოგიის განყოფილება პაციენტებს ინდივიდუალურ და პერსონალიზებულ საჭიროებებზე მორგებულ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტირებას, მკურნალობის კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებს სთავაზობს:
· მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება
· მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება
· ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციის მკურნალობა
· პოსტტრავმული და თანდაყოლილი კიდურების დეფორმაციების საკორექციო ოპერაციები
· ყველა ტიპის ოსტეოსინთეზი
· სახსარშიდა ინექციები