
ეკატერინე არჩვაძე
ემბრიოლოგი
ექიმის დეტალები
ეკატერინე არჩვაძე 2016 წლიდან კლინიკა კარაპს მედლაინში ინ ვიტრო მიმართულების გუნდში გინეკოლოგის პოზიციას იკავებს. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2008 წლიდან კი, აქტიურად ჩაერთო სამედიცინო მოღვაწეობაში. ეკატერინე არჩვაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სერტიფიცირებული მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეან-გინეკოლოგია. 2011 წელს გაირა ტრეინინგი თემაზე „კოლპოსკოპიის როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგსა და დიაგნოსტიკაში“ და სერტიფიცირებულ იქნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების მიერ. 2013 წელს გაიარა ზრდასრულთა ეფექტური სწავლება – თანამედროვე მიდგომების კურსები და სერტიფიცირებული იქნა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ.