დაჯავშნე ვიზიტი

ინ ვიტრო

,,გჯეროდეს, რომ გაიცნობ’’

 

უშვილობა 21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემაა, თუმცა მეცნიერების განვითარებასთან ერთად, ამ პრობლემის გადაჭრა ინ ვიტრო განაყოფიერებით შესაძლებელი გახდა.

ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდია, რომლის დროსაც ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ ხდება, ხოლო მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოს ღრუში ინერგება. ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი 5 ძირითად ეტაპს მოიცავს:

 

  • საკვერცხეების სტიმულაცია
  • ფოლიკულებიდან კვერცხუჯრედების გამოტანა
  • კულტივაცია (განაყოფიერება)
  • დაყოფა
  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა

 

,,კარაპს მედლაინში’’ ინ ვიტრო განყოფილება 10 წლიან ისტორიას და წარმატების მაღალ მაჩვენებელს ითვლის. მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი სამკურნალო გეგმას ინდივიდუალურად წყვილის საჭიროებების გათვალისწინებით განსაზღვრავს. ,,კარაპს მედლაინში’’ ინ ვიტრო განაყოფიერების თითოეული პროცედურა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. დღევანდელი მონაცემებით, კლინიკის ინ ვიტრო მიმართულების სტატისტიკა  ცოცხალი დაბადების მაჩვენებლის მიხედვით ასე გამოიყურება.

  • ქალები <35 წლის: 50–55% წარმატებული შემთხვევა
  • 35–39 წლის: 35–45% წარმატებული შემთხვევა
  • 40–42 წლის: 15–25% წარმატებული შემთხვევა
  • 43+ წლის: 5–10% წარმატებული შემთხვევა.

,,კარაპს მედლაინის’’ ინ ვიტრო მიმართულების გუნდი მუდმივ რეჟიმში განაგრძობს პროფესიულ განვითარებას, სწავლას, სიახლეების დანერგვას და ყოველწლიურად როგორც ფიზიკური, ისე დისტანციური ფორმატით  ესწრება ისეთ საერთაშორისო  კონფერენციებს როგორებიცაა: IFFS World Congress, IVF-Worldwide Online Congress, ASPIRE Annual Congress, ASRM.

ჩვენი უპირატესობებია:

  • ISO, AACI საერთაშორისო აკრედიტაცია
  • წყვილის მიმართ პერსონალიზებული მიდგომა
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
  • ემბრიონის გენეტიკური სკრინინგი PGD/PGS
  • საშვილოსნოში მე-5-ე დღის ბლასტოცისტის გადატანა
  • მოქნილი კანონები
  • გამჭვირვალობა და სანდოობა
  • სხვისი დონორის ან ჩანაცვლებითი მშობლის ჩართულობა
  • სუროგაციის ლეგალური და გამჭვირვალე პროცედურები
  • კონკურენტული ფასები და პაკეტური შეთავაზებები
  • კულტურული მგრძნობელობა
  • ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში