
ირაკლი კოხრეიძე
პროფესორი; მედიცინის აკადემიური დოქტორი; ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი
ექიმის დეტალები
მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი. ირაკლი კოხრეიძე კლინიკა კარაპს მედლაინის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.
2004 წელს მედიცინის აკადემიური დოქტორის სტატუსი მოიპოვა, მოგვიანებით თსსუ-ის ონკოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გახდა. ის კლინიკური ონკოლოგიის ევროპული ასოციაციის და ევროპის ძუძუს კიბოს სპეციალისტთა საზოგადოების წევრია. ასევე, გახლავთ ვიანის ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.