დაჯავშნე ვიზიტი

მამოლოგია

,,კარაპს მედლაინის’’  მამოლოგიური განყოფილება პაციენტებს სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების პრევენციას, დიაგნოსტირებას და მკურნალობის როგორც კონსერვატიულ, ისე ქირურგიულ მეთოდს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ სარძევე ჯირკვალში არსებული სიმსივნური წარმონაქმნების უმრავლესობა ავთვისებიანი არ არის, შესაბამისად, დაავადების პრევენცია და მისი დროული აღმოჩენა, ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმებით და მამოლოგთან კონსულტაციით არის შესაძლებელი.

რა შემთხვევაში უნდა ეწვიოთ მამოლოგს?

ახალგაზრდა ქალი პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაესინჯოს მამოლოგს. 35  წლის ასაკიდან კი, რეკომენდირებულია წელიწადში 2-ჯერ გასინჯვა. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, რომელიმე შენიშნეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მამოლოგთან, რათა დარწმუნდეთ სარძევე ჯირკვლის დაავადების არარსებობაში ან მისი არსებობის შემთხვევაში, დროულად მოახდინეთ დაავადების აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება.

ეს სიმპტომებია:                              

  • კვანძოვანი წარმონაქმნი ძუძუში
  • სხვადასხვა ფერის (განსაკუთრებით სისხლიანი) გამონადენი დვრილიდან
  • დვრილ-არეოლური კომპლექსის ფორმის, ზომის ნებისმიერი ცვლილება
  • ძუძუს ფორმის ნებისმიერი ცვლილება
  • ძუძუს კანის ნებისმიერი ცვლილება
  • იღლიის ლიმფური კვანძების გადიდება

 

,,კარაპს მედლაინის’’ ონკოლოგიური განყოფილება პაციენტებს სრულფასოვან მამოლოგიურ მომსახურეობას სთავაზობს როგორებიცაა: სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტირების სრული სპექტრი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურა და პერსონალიზებულად შერჩეული მკურნალობის მეთოდები.  

დიაგნოსტიკა:

  • ექომამოგრაფია
  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი
  • ინსტრუმენტული კვლევების სრული სპექტრი
  • ბიოფსიური მასალის პრე და პოსტოპერაციული ჰისტოპათოლოგიური და იმუნომორფოლოგიური გამოკვლევა

სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი მდგომარეობები და ავთვისებიანი სიმსივნეები

  • ფიბროზულ-ცისტოზური დაავადება
  • ფიბროადენომა
  • ლიპომა
  • ჰამართომა
  • ძუძუს კიბო
  • მამაკაცის მკერდის ჯირკვლის დისჰორმონული პათოლოგია და მამაკაცის ძუძუს კიბო

სარძევე ჯირკვლის ანთებითი დაავადებები

სარძევე ჯირკვლების თანდაყოლილი ანომალიები:

  • პოლიმასტია
  • პოლითელია

სარძევე ჯირკვლების დაავადებების ქირურგიული მკურნალობა:

 

  • ტუმორექტომია
  • ლამპექტომია
  • ძუძუს შემანარჩუნებელი ქირურგია, ონკოპლასტიკური ტექნიკის გამოყენებით
  • დაზოგვითი ოპერაციები რეგიონულ ლიმფურ კვანძებზე
  • ძუძუს აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები ერთმომენტად ან გადავადებულ პერიოდში
  • მასტექტომია - კანის და დვრილ-არეოლური კომპლექსის შენარჩუნებით
cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში