
რამაზ ჩარექიშვილი
ქირურგი, რეპროდუქტოლოგი
ექიმის დეტალები
მედიცინის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი რამაზ ჩარექიშვილი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი და ენდოსკოპისტია. მუშაობს კლინიკა კარაპს მედლაინში და კოორდინირებას უწევს ვიანის ქსელის გინეკოლოგიურ მიმართულებას. რამაზ ჩარექიშვილს სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 36-წლიანი გამოცდილება აქვს. არის 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და "უშვილობასთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდის” დამფუძნებელი. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვეინბერგის სასწავლო ენდოსკოპიური ქირურგიის ცენტრს.