დაჯავშნე ვიზიტი

ქირურგიული გინეკოლოგია

თითოეული ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა ინდივიდუალურ მიდგომას და მკურნალობის გეგმას საჭიროებს. ,,კარაპს მედლაინში’’ ქირურგიული გინეკოლოგიური ოპერაციის დაგეგმვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის,  და შვილოსნობასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების გათვალისწინებით ხდება. კლინიკის ქირურგიული გინეკოლოგიური განყოფილების მთავარი უპირატესობა გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ ნებისმიერი სირთულის გინეკოლოგიური ოპერაციის როგორც ლაპაროსკოპიული, ისე ენდოსკოპიური წესით ჩატარებაა.

 

საერთაშორისო პროტოკოლების, გაიდლაინების, მულტიდისციპლინარული და ინდივიდუალური მიდგომით ,,კარაპს მედლაინში’’ შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა ხორციელდება:

                                          

ლაპაროსკოპიული ოპერაციები დანამატებზე:

  • საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი
  • საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტები (ყვითელი სხეულის კისტა, ფოლიკულური კისტა, ენდომეტრიალური კისტა, დერმოიდული კისტა)
  • პლასტიკური ოპერაციები საშვილოსნოს კვერცხსავალ მილებზე (ჰიდროსალპინქსი, საქტოსალპინქსი, პიოსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, შეხორცებითი პროცესი)
  • ენდომეტრიოზის ლაპაროსკოპიული მკურნალობა
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა
  • საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია)

 

უშვილობის ლაპაროსკოპიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

  • ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები საშვილოსნოზე როგორც ლაპაროსკოპიული, ასევე ლაპარატომიული მეთოდით
  • საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა (კონსერვატიული მიომექტომია)

 

რადიკალური ოპერაციები როგორც ლაპაროსკოპიული, ასევე ლაპარატომიული მეთოდით:

  • საშვილოსნოს ექსტირპაცია
  • საშვილოსნოს ამპუტაცია
  • სრული და არასრული უტეროვაგინალური პროლაფსი: საშვილოსნოს დაწევა, პრომონტო ფიქსაცია ბადით
  • ცისტოცელე-რექტოცელე: საშვილოსნოს ექსტირპაცია, წინა-უკანა კოლპორაფია, პერინეორაფია

თანდაყოლილი პათოლოგიების ლაპაროსკოპიული ოპერაციები:

  • როკიტანსკ-კიუსტნერ-მაიერის სინდრომი (ლაპაროსკოპიული მეთოდით ხელოვნური საშოს ჩამოყალიბება, კოლპოპოეზი)
  • საშვილოსნოს ყელის უკმარისობა
  • ჰემატომეტრა, მუკომეტრა

 

ჰისტეროსკოპია, ჰისტერორეზექტოსკოპია:

  • სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია
  • საშვილოსნოს ტანის პოლიპი
  • საშვილოსნოს ყელის პოლიპი
  • საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია
cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში