დაჯავშნე ვიზიტი
თამთა ცაავა

თამთა ცაავა

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ინ ვიტრო განყოფილების ხელმძღვანელი

ექიმის დეტალები

თამთა ცაავა დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობას რეპროდუქციული მედიცინის და გინეკოლოგიის მიმართულებით 2010 წლიდან ეწევა.

ექიმის პროფესიული ინტერესები ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს (IVF) და გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიას მოიცავს.

მისი როგორც ადამიანის და ექიმის მთავარი მოტივაცია მუდმივი პროფესიული განვითარება, თითოეული პაციენტის საჭიროებების გათვალისწინება და მათთან გულწრფელი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნაა.


განათლება და პროფესიული მომზადება:

2012 წელი — რეზიდენტურა მეანობა-გინეკოლოგიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

2005–2010 წლები — რეზიდენტურა რეპროდუქტოლოგიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ი. ჟორდანიას ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო.

                                                                
 2002 წელი — პროფესიული სასწავლო პროგრამა, ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტი (Hacettepe University), ანკარა, თურქეთი

                 
1999–2005 წლები — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ზოგადი მედიცინის ფაკულტეტი (წარჩინების დიპლომი), თბილისი, საქართველო.

1996–1999 წლები — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯი, ზოგადი მედიცინა, თბილისი, საქართველო.

 



პროფესიული საქმიანობა:

2026 წლიდან — კარაპს ინ ვიტროს განყოფილების ხელმძღვანელი

2018–2026 წლები — განყოფილების ხელმძღვანელი, კლინიკა Beta Plus Fertility.

 2016 -2018 წლები — ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი კლინიკა Innova Invitro.

2010–2016 წლები - ექიმი-რეპროდუქტოლოგი-გინეკოლოგი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა.

პროფესიული წევრობა:

ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოება (ESHRE)


2012 წლიდან — საქართველოს გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი.

პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობა, თანაავტორობა და მონაწილეობა პროფესიული სახელმძღვანელოების და კლინიკური პროტოკოლების შემუშავებაში:

2012 წელი — პრაქტიკული სახელმძღვანელო „კლიმაქტერული სინდრომი“ — თანაავტორი.

2012 წელი — პრაქტიკული სახელმძღვანელო „პრემენსტრუალური სინდრომი“ — თანაავტორი.

2015 წელი — დაავადებათა კონტროლის პროტოკოლი „ჰიპერპროლაქტინემიური სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ — თანაავტორი.

2015 წელი — პროგრამა „ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ — თანაავტორი.

პროფესიული მოხსენებები და კონფერენციები:

2016 წელი, თებერვალი — „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“, საქართველოს ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ასოციაცია, ბაკურიანი.

2015 წელი, იანვარი — საქართველოს ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ასოციაციის პროფესიული შეხვედრა, ბაკურიანი.

2014 წელი, თებერვალი — „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“, საქართველოს ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ასოციაცია, ბაკურიანი.
 

2013 წელი, იანვარი — საქართველოს ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ასოციაციის პროფესიული შეხვედრა, ჩაქვი.

2012 წელი, ნოემბერი — მეორე თბილისის საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ ჰემატოლოგიაში: „ჰემოსტაზიოლოგიის აქტუალური საკითხები მეანობაში, გინეკოლოგიასა და ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში“, თბილისი.

2011 წელი, იანვარი — „საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.

2009 წელი, ნოემბერი — მოკლევადიანი კურსი „რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ანდროლოგია“, ი. ჟორდანიას ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი, UNFPA, თბილისი.

2008 წელი, ოქტომბერი — GAMIS-ის კონგრესი, თბილისი.

2007 წელი, აპრილი — „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, UNFPA, თბილისი.

cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში