
თავ-კისრის ქირურგია
,,კარაპს მედლაინის’’ თავ-კისრის და ენდოკრინული ქირურგიის განყოფილებაში თანამედროვე აპარატურის გამოყენებით თავის და კისრის პათოლოგიების გეგმიური ქირურგიული ოპერაციების ფართო სპექტრი ხორციელდება.
ხშირად დაავადება ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს. აღნიშნული კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს.
ჩვენებები:
· ნებისმიერი, მათ შორის უსიმპტომო წარმონაქმნი თავის და კისრის არეში
· პირის ან ცხვირის ლორწოვანის დაზიანება/დაწყლულება
· კანის წარმონაქმნების ზომის, ფერის ან ფორმის ცვლილება
· ხმის ტემბრის ცვლილება (ხმის ჩახლეჩვა)
· ყლაპვის გაძნელება
· სახის ასიმეტრია
საერთაშორისო პროტოკოლების, გაიდლაინების, მულტიდისციპლინარული და ინდივიდუალური მიდგომით ,,კარაპს მედლაინში’’ შემდეგი დაავადებების მკურნალობა ხორციელდება:
· ამიერკავკასიაში მხოლოდ ,,კარაპს მედლაინში’’ ტრანსორალური ენდოსკოპიური ოპერაციები (უნაკერო ოპერაციები) - ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლების პათოლოგიების დროს
· ენდოკრინული ქირურგიული ჩარევები: ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები, რომლებიც მოიცავს როგორც კეთილთვისებიან სიმსივნეებს ადენომებს, კვანძოვან და მრავალკვანძოვან წარმონაქმნებს, ტოქსიურ ჩიყვებს, ასევე ავთვისებიან სიმსივნეებს, პაპილარულ, ფოლიკულურ, მედულარულ, ანაპლაზიურ და არადიფერენცირებულ კიბოებს
· გაფართოებული და კომბინირებული ოპერაციები - რეგიონალური ლიმფადენექტომიები გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების დროს
· ოპერაციები პარათირეოიდულ ჯირკვლებზე, პირველადი და მეორადი პარათირეოზის დროს
· ოპერაციები თავისა და კისრის სხვადასხვა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების დროს, ზედა და ქვედა ყბაზე
· ოპერაციები ხორხის, ხორხ-ხახის, პირ-ხახის, დაავადებების დროს
· ოპერაციები ენისა და პირის ღრუს ფსკერის სიმსივნეების დროს
· ოპერაციები დიდი და მცირე სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიების დროს
· ოპერაციები კისრის ნაწილის საყლაპავზე და ტრაქეის სიმსივნეების დროს
· ოპერაციები კისრის თანდაყოლილი ხვრელარხების და კისტების დროს
· ოპერაციები ზედა და ქვე
· ოპერაციები კისრის არაორგანული და ნეიროგენული სიმსივნეების დროს
· ოპერაციები თვალბუდის სიმსივნეების დროს
· კომბინირებული ოპერაციები კანის კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებზე
· ოპერაციები ცხვირის სავალზე და დანამატ ღრუებზე
· ავთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციის შემდგომ არსებული დეფექტების აღდგენითი რეკონსტრუქციული ჩარევები