
ექიმის დეტალები
ლევან რამიშვილი თავ-კისრის და ენდოკრინული ქირურგი, ონკოლოგი და პროფესორია. ექიმი კარაპს მედლაინში ენდოკრინული ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის 31 წლიანი გამოცდილება აქვს. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სტომატოლოგიური განხრით. ორდინატურა ყბა-სახის ონკოლოგიის, ხოლო ასპირანტურა ონკოლოგიის მიმართულებით. პროფესიული განხრით ფლობს 6 წელზე მეტ სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილებას. უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით ესწრება და გადის კურსებს და ტრენინგებს. აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო კვლევებში, როგორც მთავარი მკვლევარი. ლევან რამიშვილის სახელს უკავშირდება საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის ტრანსორალური ოპერაციული მეთოდის შემოტანა და დანერგვა.