დაჯავშნე ვიზიტი

საოფისე გინეკოლოგია

საოფისე გინეკოლოგია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებაა, რომელიც ქალის  რეპროდუქციული რგოლის და მასთან დაკავშირებული ყველა პროცესის დიაგნოსტირებას, მკურნალობას და მართვას მოიცავს.

საერთაშორისო პროტოკოლების, გაიდლაინების, მულტიდისციპლინარული და ინდივიდუალური მიდგომით ,,კარაპს მედლაინში’’ შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა ხორციელდება:

 

ინფექციების დიაგნოსტიკა PCR მეთოდით

კოლპოსკოპია

კოლპოსკოპია - კვლევის დიაგნოსტიკური მეთოდია, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება და ამ გზით, არსებული პათოლოგიების აღმოჩენა ხდება. ,,კარაპს მედლაინის’’ საოფისე გინეკოლოგიის განყოფილება ქალების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად,  მედიცინის და ტექნოლოგიების სინთეზს იყენებს. კოლპოსკოპიური კვლევა კლინიკაში, DYSIS-ის უახლესი თაობის აპარატით ტარდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტით, AI DYSIS სისტემით არის აღჭურვილი. აღნიშნულ კოლპოსკოპიის აპარატს აქვს უნიკალური შესაძლებლობა მაქსიმალური სიზუსტით აღმოაჩინოს დაზიანებული კერა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს დამიზნებითი ბიოფსია ჩაუტარდეს. კვლევა კომბინირებული მეთოდით ტარდება. აპარატი საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაზიანებების გამოვლენას 31%-დან 60%-მდე შემთხვევებში უზრუნველყოფს.

 

საოფისე დიაგნოსტიკური  ჰისტეროსკოპია STORZ-ის აპარატით

ჰისტეროსკოპიული დიაგნოსტირება და მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც სუბფერტილობის დიაგნოზი აქვთ, განსაკუთრებით ეფექტური მეთოდია, რადგან ის გინეკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მარტივი ქირურგიული მეთოდია. საოფისე ჰისტეროსკოპია ამბულატორიული პროცედურაა, რომელიც არ საჭიროებს ანესთეზიას, ხანგრძლივ მანიპულაციას და კლინიკაში დაყოვნებას. პროცედურა ზუსტი სადიაგნოსტიკო მეთოდია, რომელიც მაღალი მგრძნობელობით  და სპეციფიკურობით ხასიათდება. მისი საშუალებით შესაძლებელია ენდომეტრიუმის ისეთი პათოლოგიების აღმოჩენა, რომელთა დიაგნოსტირება HSG/USS-ზე არ ჩანს.

 

ჰისტეროსკოპიის ჩატარების ჩვენებები:

  • პათოლოგიური HSG/USS
  • პათოლოგიური სისხლდენები საშვილოსნოდან
  • პერი და პოსტ მენოპაუზური სისხლდენები
  • საშვილოსნოს განვითარების პათოლოგიები (ძგიდე)
  • საეჭვო საშვილოსნოსშიდა პათოლოგიები (პოლიპები, სუბმუკოზური ფიბრომიომები, ადჰეზიები)
  • საშვილოსნოს მილების კათეტერიზაცია და სტერილიზაცია
  • საშვილოსნოს ღრუში ჩარჩენილი IUCD ან უცხო სხეული
  • ჩვეული აბორტები
  • აუხსნელი უნაყოფობა

 

ვულვის, საშოს საშვილოსნოს ყელის კონდილომების CO2 ლაზეროვაპორიზაცია

ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული ვულვის კოდილომები სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.  მათი დროული მკურნალობა კი როგორც კიბოსწინა პროცესის პრევენცია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული მეთოდის უპირატესობაა რეციდივის შემცირება და რეპროდუქციული ასაკის ქალებში შვილოსნობის გამოყენების შესაძლებლობაა.

 

საშვილოსნოს ყელის კონიზაცია CO2 ლაზერის აპარატით

ქსოვილის კონიზაცია CO2-ლაზერით უნიკალურ მეთოდს წარმოადგენს. ოპერაციული ჩარევა უსისხლოდ  ქსოვილზე პირდაპირი ზემოქმედების გარეშე ხორციელდება. ქსოვილზე მიმართული სხივი კვეთს ან აორთქლებს (მიკროსკოპის და მიკრომანიპულატორის გამოყენებით) არსებულ ატიპიურ უბანს და პათოლოგიურ მიკროფლორას. პროცედურა არ ახდენს უარყოფით გავლენას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. რეპარაციული პროცესების დასრულების ხანგრძლივობა 4-6 კვირაა, რის შედეგადაც ნაწიბურის ჩამოყალიბების გარეშე საშვილოსნოს ყელის სრული აღდგენა ხდება.

Atmos Strobo 21 LED - მაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატი

რადიოტალღური დანით პათოლოგიური უბნის კონუსისებური ამოკვეთა ხდება. ამოკვეთილ ზონაში ტემპერატურა 45-55 გრადუსია, რაც ხელს უწყობს სითბური ნეკროზის უბნის გაჩენის რისკის მინიმუმამდე შემცირებას და პოსტოპერაციული ანთების განვითარებას.

Monalisa Touch

საოფისე გინეკოლოგია, ინსტრუმენტალური მეთოდით, CO2 ლაზერის კომბინაციით აპარატ  MonaLisa Touch-თან ერთად, ესთეტიკური გინეკოლოგიური პროცედურების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. თანდაყოლილი პათოლოგიები, გადატანილი ქირურგიული ჩარევები და მენოპაუზა შესაძლოა, საკვერცხეებში ესტროგენების გამომუშავების დაქვეითების მიზეზი გახდეს, რაც თავის მხრივ, ვაგინალური ატროფიის საფუძველი ხდება. სასქესო გზები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰორმონალური ძვრების მიმართ. ესტროგენის დაბალი დონე ქალების უმრავლესობაში ვაგინალური ატროფიის სიმპტომებს იწვევს, რაც ხელს უშლის ჯანმრთელ სექსუალურ ცხოვრებას, იწვევს დისკომფორტს, შარდის შეუკავებლობას და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ,,კარაპს მედლაინში’’ DEKA-ს წარმოებული უახლესი თაობის ლაზერული სამედიცინო აპარატი  MonaLisa Touch გამოიყენება. დღეისათვის, აპარატს უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით, ანალოგი არ ყავს. MonaLisa Touch-ით ჩატარებული ლაზერული თერაპია კი, საშოს გაახალგაზრდავების უკონკურენტო მეთოდია. პროცედურა MonaLisa TouchTM ქალებში სასქესო ორგანოების ფუნქციური ფიზიოლოგიური და პოსტტრავმული ცვლილებების მკურნალობის ოქროს სტანდარტად, ხოლო მენოპაუზის დროს, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის ალტერნატივად მიიჩნევა.   პროცედურის ჯერადობას და ხანგრძლივობას, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ კი,  ექიმი განსაზღვრავს.

 

Monalisa Touch-ის ჩატარების ჩვენებები:

ვაგინალური ატროფიის დროს პაციენტები ყველაზე ხშირად საშოში წვის და სიმშრალის შეგრძნებას უჩივიან. აღნიშნულ ჩვენებებს შესაძლოა თან სდევდეს გამონადენი საშოდან (ლიმფორეა). ქალების უმრავლესობას აქვს ტკივილი და მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის დროს, რის შედეგადაც ვითარდება სქესობრივი აქტივობის დაქვეითება.აღნიშნული პროცესი ქმნის ფსიქოლოგიურ სტრესს და  პრობლემებს პარტნიორებს შორის.

  • ვულვო-ვაგინალური და ურეთროვაგინალური ატროფია (განსაკუთრებით მენოპაუზაში)
  • საშოს ლორწოვანის ეპითელიუმის ცვლილებები/გათხელება/ანთება
  • დისპარეუნია
  • საშოს მიკროფლორისა და PH დარღვევა
  • უნებლიე შარდვის ადრეული სტადია
  • შარდის შეუკავებლობა (ატროფიითა და საშოს წინა კედლის მსუბუქად გამოხატული დაწევით)
  • საშოს კედლის დაშვება/ზომაში მატება/ტონუსის დაქვეითება (მშობიარობის შემდეგ)
  • შორისის ან ანუსის ნახეთქები
  • ვულვის ლორწოვანისა და გარეთა სასქესო ორგანოების ფერისა და ტონუსის დაქვეითება
  • საშოს ტრავმები და ნაწიბურები
  • სასქესო ორგანოების მიდამოში პიგმენტაციის დარღვევა ჰორმონალური პრობლემების დროს

 

Monalisa Touch-ის უპირატესობები:

 

  • პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი
  • მსუბუქი სარეაბილიტაციო პერიოდი
  • ლაზერული პროცედურა აღადგენს პრობლემის როგორც ესთეტიკურ, ასევე ფუნქციურ მხარეს
  • არ აქვს შეზღუდვა სქესობრივ ცხოვრებაზე
  • აღნიშნული პროცედურა ტარდება ამბულატორიული მანიპულაციით და არ საჭიროებს მედიკამენტების მიღებას

 

პროცედურის დროს  ქსოვილების ოქსიგენაციის გაუმჯობესება და მათი კოლაგენური მატრიქსის აღდგენა ხდება, რის შედეგადაც:

  • ნორმალიზდება საშოს PH და მიკროფლორა (ლაგდება სიმშრალე, ქავილი, წვა, ლიმფორეა)
  • ქვედა სასქესო გზების ლორწოვანისა და გარეთა საქესო ორგანოების კანის ტურგორისა და ელასტიურობის აღდგენა (საშოს მოცულობა მცირდება ზომაში, მატულობს მისი კედლების ლიფტინგი )
  • ქრება დისპარეუნია, შარდის შეუკავებლობა
  • იზრდება ლიბიდო და სექსუალური ცხოვრების ხარისხი
cookie icon

ჩვენ გვსურს შევაგროვოთ მონაცემები თქვენი მოწყობილობიდან ამ ვებსაიტის გამოყენებისას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ქუქიების გამოყენებით. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ჩვენს ქუქიების პოლიტიკაში